გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / წვნიანი კერძები / ბარდის სუპ-პიურე
ბარდის სუპ-პიურე
წვნიანი კერძებისამარხვოვეგეტარიანულივეგანური

ბარდის სუპ-პიურე — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
ნოყიერი და გემრიელი წვნიანი შემოდგომა-ზამთრის ცივი დღეებისათვის.
60
წთ
6
პორცია
1 პორციაზე
166
კალორია
5
ცილა
5
ცხიმი
24
ნახ.
სულ 6 პორცია — 996 კალორია · 30 ცილა · 30 ცხიმი · 144 ნახ.

ინგრედიენტები

6 პორცია
ხახვი1 ცალი
მწვანე ბარდა400 გრამი
ზეითუნის ზეთი2 ს/კ
კარტოფილი5 ცალი
წყალი1 მლ
ოხრახუში10 გრამი
ქინძი10 გრამი
კამა5 გრამი
დაფნის ფოთოლი1 ცალი
დარიჩინიგემოვნებით
მარილიგემოვნებით
დაფქული შავი პილპილიგემოვნებით

მომზადება

1

ხმელი ბარდა გარეცხეთ და წინასწარ ჩაალბეთ ცივ წყალში მთელი ღამით. შემდეგ დამბალი ბარდა კიდევ ერთხელ გარეცხეთ, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი იმდენი, რომ მთლიანად დაფაროს, შემოდგით ქურაზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.

2

ამის შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სანამ ბარდა კარგად არ ჩაიხარშება. თუ წყალი დააშრება, დაუმატეთ და ხშირად ურიეთ რომ ძირში ქვაბს არ მიეკრას ბარდა და არ დაიწვას.

3

ამ ეტაპზე გაფცქვენით დაკუბებად დაჭერით კარტოფილი. როდესაც ბარდა მოიხარშება, დაუმატეთ კარტოფილი, სანელებლები, მარილი და დაფნის ფოთოლი.

4

გაფცქვენით ხახვი და სტაფილო. ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილოს კი გახეხეთ სახეხზე. მოშუშეთ ორივე ზეთში, გადაიტანეთ ბარდიან და კარტოფილიან ქვაბში და ადუღეთ წვნიანი კიდევ 5-10 წუთით.

5

მოხარშული წვნიანი დააბლენდერეთ, გადაიტანეთ საინებზე, მორთეთ მწვანილით და მიირთვით ახლადგამომცხვარ პურის კრუტონებთან ერთად. შეგერგოთ.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

წითელი ოსპის წვნიანი ხორცით
წითელი ოსპის წვნიანი ხორცით
გემრიელი და ძალიან ჯანსაღი წვნიანი, რომლის მომზადებასაც ძალიან ცოტა დრო დასჭირდება.
პომიდვრის კრემ-სუპი
პომიდვრის კრემ-სუპი
პომიდვრის კრემ-სუპი არის მსუბუქი, ხავერდოვანი და არომატული კერძი, გამოირჩევა ტკბილი და მომჟავო გემოს იდეალური ბალანსით.
სოკოს კრემ-სუპი
სოკოს კრემ-სუპი
ძალიან გემრიელი გახუხული პური კრუტონებთან ერთად.
ბროკოლის კრემ-სუპი
ბროკოლის კრემ-სუპი
ჯანსაღი, მსუბუქი და გემრიელი კრემ-სუპი.
გასპაჩო
გასპაჩო
ბოსტნეულის ცივი წვნიანი შესანიშნავია ზაფხულის ცხელ დღეებში. გასპაჩო პოპულარულია ინგრედიენტების ხელმისაწვდომობისა და მომზადების სიმარტივის გამო.
გოგრის კრემ-სუპი
გოგრის კრემ-სუპი
მსუბუქი და გემრიელი გოგრის წვნიანი ნიორით, ქათმის ბულიონითა და არაჟნით.
სტაფილოსა და ვაშლის კრემ-სუპი
სტაფილოსა და ვაშლის კრემ-სუპი
დელიკატური, არომატული და საოცრად სასარგებლო წვნიანი.
მწვანე ბოსტნეულის წვნიანი
მწვანე ბოსტნეულის წვნიანი
ეს ვერსია ღორის ხორცის ბულიონით მზადდება, ხოლო მწვანე ბოსტნეულის სახით გამოყენებულია ისპანახი, ყაბაყი, ბროკოლი და მწვანე ბარდა.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!