გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / წვნიანი კერძები / ბროკოლის კრემ-სუპი
ბროკოლის კრემ-სუპი
წვნიანი კერძები

ბროკოლის კრემ-სუპი — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
ჯანსაღი, მსუბუქი და გემრიელი კრემ-სუპი.
30
წთ
4
პორცია
1 პორციაზე
181
კალორია
6
ცილა
15
ცხიმი
10
ნახ.
სულ 4 პორცია — 724 კალორია · 24 ცილა · 60 ცხიმი · 40 ნახ.

ინგრედიენტები

4 პორცია
ქათმის ბულიონი300 მლ
ნაღები 20%200 მლ
ნაღების კარაქი 82.5%20 გრამი
ბროკოლი500 გრამი
ხახვი1 ცალი
ნიორი1 კბილი
მუსკატის კაკალი (ჯავზი)გემოვნებით
მარილიგემოვნებით
დაფქული შავი პილპილიგემოვნებით

მომზადება

1

ბროკოლი დავანაწევროთ ყვავილედებად, მოვაჭრათ ღეროები და წვრილად დავჭრათ. გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ ხახვი, ნიორი კი გავხეხოთ ან დავჭყლიტოთ.

2

ქვაბში გავადნოთ კარაქი და ძლიერ ცეცხლზე რამდენიმე წუთის განმავლობაში მოვშუშოთ ხახვი. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ბროკოლის ღეროები და გავაგრძელოთ შუშვა კიდევ სამიოდე წუთით. შემდეგ დავუმატოთ ბროკოლის ყვავილედები, ნიორი, მუსკატის კაკალი და ვშუშოთ კიდევ 2 წუთი.

3

დავასხათ ქათმის ბულიონი, ავადუღოთ და ვხარშოთ დაახლოებით ხუთი წუთი ბოსტნეულის დარბილებამდე. მიღებული მასა დავაბლენდეროთ, დავუმატოთ ნაღები, მარილი გემოვნებით, კვლავ მივიყვანოთ ადუღებამდე და გადავდგათ ცეცხლიდან. დავასვენოთ წვნიანი დაახლოებით ხუთი წუთი. სუფრასთან მივიტანოთ კრუტონებთან და დაფქულ შავ პილპილთან ერთად.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

წითელი ოსპის წვნიანი ხორცით
წითელი ოსპის წვნიანი ხორცით
გემრიელი და ძალიან ჯანსაღი წვნიანი, რომლის მომზადებასაც ძალიან ცოტა დრო დასჭირდება.
პომიდვრის კრემ-სუპი
პომიდვრის კრემ-სუპი
პომიდვრის კრემ-სუპი არის მსუბუქი, ხავერდოვანი და არომატული კერძი, გამოირჩევა ტკბილი და მომჟავო გემოს იდეალური ბალანსით.
სოკოს კრემ-სუპი
სოკოს კრემ-სუპი
ძალიან გემრიელი გახუხული პური კრუტონებთან ერთად.
გასპაჩო
გასპაჩო
ბოსტნეულის ცივი წვნიანი შესანიშნავია ზაფხულის ცხელ დღეებში. გასპაჩო პოპულარულია ინგრედიენტების ხელმისაწვდომობისა და მომზადების სიმარტივის გამო.
ბარდის სუპ-პიურე
ბარდის სუპ-პიურე
ნოყიერი და გემრიელი წვნიანი შემოდგომა-ზამთრის ცივი დღეებისათვის.
გოგრის კრემ-სუპი
გოგრის კრემ-სუპი
მსუბუქი და გემრიელი გოგრის წვნიანი ნიორით, ქათმის ბულიონითა და არაჟნით.
სტაფილოსა და ვაშლის კრემ-სუპი
სტაფილოსა და ვაშლის კრემ-სუპი
დელიკატური, არომატული და საოცრად სასარგებლო წვნიანი.
მწვანე ბოსტნეულის წვნიანი
მწვანე ბოსტნეულის წვნიანი
ეს ვერსია ღორის ხორცის ბულიონით მზადდება, ხოლო მწვანე ბოსტნეულის სახით გამოყენებულია ისპანახი, ყაბაყი, ბროკოლი და მწვანე ბარდა.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!