გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / წვნიანი კერძები / სოკოს კრემ-სუპი
სოკოს კრემ-სუპი
წვნიანი კერძებივეგეტარიანული

სოკოს კრემ-სუპი — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
ძალიან გემრიელი გახუხული პური კრუტონებთან ერთად.
50
წთ
8
პორცია
1 პორციაზე
327
კალორია
7
ცილა
26
ცხიმი
18
ნახ.
სულ 8 პორცია — 2616 კალორია · 56 ცილა · 208 ცხიმი · 144 ნახ.

ინგრედიენტები

8 პორცია
ქამასოკო (შამპინიონი)500 გრამი
ხახვი450 გრამი
ნაღების კარაქი 82.5%100 გრამი
ზეითუნის ზეთი2 ს/კ
ნაღები 20%450 მლ
ხორბლის ფქვილი60 გრამი
ბოსტნეულის ბულიონი1 ლ
ბეგქონდარა მშრალი5 გრამი
ოხრახუში120 გრამი
ქინძი10 გრამი
დაფქული შავი პილპილი1 ჩ/კ
მარილიგემოვნებით

მომზადება

1

გარეცხეთ, გაასუფთავეთ სოკო და შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. დაჭერით პატარა ნაჭრებად და გადადგით გვერდზე. დიდ ქვაბში ჩაასხით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და გაახურეთ. შემდეგ დაამატეთ სოკო და ბექონდარა. ჩაშუშეთ 10 წუთის განმავლობაში ან ოდნავ ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე. გადაიტანეთ სოკო თასში და გადადგით გვერდზე.

2

იმავე ქვაბში გაახურეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში თავდაფარებული, პერიოდულად ურიეთ. ხახვი რომ მოიშუშება დაამატეთ სოკო.

3

შემდეგ დაამატეთ კარაქი. როდესაც კარაქი გადნება, დაამატეთ ფქვილი და ურიეთ 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაასხით ბოსტნეულის ბულიონი და ურიეთ კიდევ 1 წუთის განმავლობაში ისე, რომ ქვაბის ძირი გაასუფთაოთ (მიბრაწული ნაწილები მოაცილოთ). დაამატეთ მარილი, პილპილი და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ კიდევ 15 წუთი. შემდეგ დაამატეთ ნაღები და დაჭრილი ოხრახუში. არ აადუღოთ. მიირთვით ცხელი და შეგერგოთ.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

წითელი ოსპის წვნიანი ხორცით
წითელი ოსპის წვნიანი ხორცით
გემრიელი და ძალიან ჯანსაღი წვნიანი, რომლის მომზადებასაც ძალიან ცოტა დრო დასჭირდება.
პომიდვრის კრემ-სუპი
პომიდვრის კრემ-სუპი
პომიდვრის კრემ-სუპი არის მსუბუქი, ხავერდოვანი და არომატული კერძი, გამოირჩევა ტკბილი და მომჟავო გემოს იდეალური ბალანსით.
ბროკოლის კრემ-სუპი
ბროკოლის კრემ-სუპი
ჯანსაღი, მსუბუქი და გემრიელი კრემ-სუპი.
გასპაჩო
გასპაჩო
ბოსტნეულის ცივი წვნიანი შესანიშნავია ზაფხულის ცხელ დღეებში. გასპაჩო პოპულარულია ინგრედიენტების ხელმისაწვდომობისა და მომზადების სიმარტივის გამო.
ბარდის სუპ-პიურე
ბარდის სუპ-პიურე
ნოყიერი და გემრიელი წვნიანი შემოდგომა-ზამთრის ცივი დღეებისათვის.
გოგრის კრემ-სუპი
გოგრის კრემ-სუპი
მსუბუქი და გემრიელი გოგრის წვნიანი ნიორით, ქათმის ბულიონითა და არაჟნით.
სტაფილოსა და ვაშლის კრემ-სუპი
სტაფილოსა და ვაშლის კრემ-სუპი
დელიკატური, არომატული და საოცრად სასარგებლო წვნიანი.
მწვანე ბოსტნეულის წვნიანი
მწვანე ბოსტნეულის წვნიანი
ეს ვერსია ღორის ხორცის ბულიონით მზადდება, ხოლო მწვანე ბოსტნეულის სახით გამოყენებულია ისპანახი, ყაბაყი, ბროკოლი და მწვანე ბარდა.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!