
მწვანე ბოსტნეულის წვნიანი — რეცეპტი
ინგრედიენტები
2 პორციამომზადება
ბულიონის მოსამზადებლად ქვაბში ვათავსებთ ღორის ნეკნებს, ვასხამთ მდუღარე წყალს, ვამატებთ ხახვს, დაფნის ფოთოლსა და პილპილის მარცვლებს. როდესაც წყალი ადუღდება, მოვხდით ქაფს და ვათუღებთ სანამ ხორცი კარგად არ მოიხარშება. მზა ბულიონს გადავწურავთ, ვამატებთ მარილს გემოვნებით და ამავე ბულიონში ვხარშავთ კარგად გარეცხილ კვერცხს.
ხახვსა და ყაბაყს ვჭრით ძალიან წვრილ კუბებად და ვშუშავთ მცენარეულ ზეთში დარბილებამდე. მზა ბულიონში ვყრით კარგად გარეცხილ ისპანახს და მწვანე ბარდას და ვხარშავთ 10 წუთის განმავლობაში. შემდგომ ვამატებთ მოშუშულ ხახვსა და ყაბაყს და ვხარშავთ წვნიანს კიდევ 10 წუთი. აუცილებლად ვსინჯავთ მარილზე და, საჭიროების შემთხვევაში, ვამატებთ მას.
სანამ წვნიანი მზადდება, პურს ვჭრით პატარა კვადრატებად და ვბრაწავთ მშრალ ტაფაზე რომ მივიღოთ გემრიელი, ხრაშუნა კრუტონები. მოხარშულ კვერცხს ვჭრით ოთხ ნაწილად. მზა წვნიანს ვაბლენდერებთ და ვასხამთ პორციულ თეფშებზე, ვამატებთ ხორცის ნაჭრებს, კვერცხს და სუფრასთან მიგვაქვს პურის კრუტონებთან ერთად.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!