
გოგრის კრემ-სუპი — რეცეპტი
ინგრედიენტები
2 პორციამომზადება
გარეცხილი გოგრა გაჭერით შუაზე, მოაშორეთ თესლები და ბოათავსეთ საცხობ ლანგარზე, რომელზეც წინასწარ დააფენთ საცხობ ქაღალდს. 1 თავი ნიორიც შუაზე გადაჭერით და ასევე მოათავსეთ ლანგარზე.
გოგრასა და ნიორს მოასხით ზეითუნის ზეთი, ზემოდან მოაყარეთ მარილი, პილპილი და კარგად შეაზილეთ. გოგრა გადმოაბრუნეთ გადანაჭერი მხარით ქვემოთ, ნივრის ნახევრები მოათავსეთ გოგრის ღრუში და გამოაცხვეთ 175 გრადუსამდე წინასწარ გახურებულ ღუმელში 45-50 წუთის განმავლობაში, სანამ გოგრა არ დარბილდება.
მომზადებული გოგრა და ნიორი გამოიღეთ ღუმელიდან და ბოლომდე გააციეთ. კოვზით მოაშორეთ გოგრას რბილობი და მოათავსეთ ბლენდერში, დაამატეთ გამომცხვარი ნივრის კბილებიც, დაასხით ქათმის ბულიონი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაიტანეთ მიღებული მასა ქვაბში, მიიყვანეთ ადუღებამდე საშუალო ცეცხლზე და განაგრძეთ მომზადება დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში.
ამასობაში, საშუალო ცეცხლზე გაადნეთ კარაქი პატარა ტაფაში და შეწვით წინასწარ კუბებად დაჭრილი პური. წვნიანს დაუმატეთ რძე, მარილი და პილპილი გემოვნებით და კვლავ მიიყვანეთ ადუღებამდე. დაასხით წვნიანი საინებში, გააფორმეთ არაჟნით, მომზადებული კრუტონებით და მიირთვით გემრიელად.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!