წვნიანი კერძები — რეცეპტები
ცხელი წვნიანი სუფრის გულია: ზამთარში გვათბობს, ავადმყოფობისას ძალას გვიბრუნებს, დიდი სუფრის მეორე დილით კი შეუცვლელია. ქართულ სამზარეულოში წვნიანების დიდი ოჯახია — ჩიხირთმა, ხარჩო, ლობიოს წვნიანი, შეჭამანდი — და თითქმის ყველა კუთხეს თავისი ვერსია აქვს.
ამ გვერდზე ნახავთ როგორც კლასიკურ ქართულ წვნიანებს, ისე სხვა სამზარეულოების პოპულარულ რეცეპტებს: ბოსტნეულის კრემ-სუპებს, ბულიონებს, ხორციან და სამარხვო წვნიანებს. თითოეულ რეცეპტში მითითებულია ინგრედიენტები, მომზადების დრო, ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერა და კალორიულობა ულუფაზე.
რამდენიმე რჩევა: ბულიონი დაბალ ცეცხლზე ადუღეთ და ქაფი დროულად მოხადეთ — ასე წვნიანი გამჭვირვალე გამოვა. მწვანილი ბოლოს ჩაყარეთ, რომ სურნელი არ დაკარგოს. ბევრი წვნიანი, მაგალითად ხარჩო და ლობიოს წვნიანი, მეორე დღეს, გაცხელების შემდეგ, კიდევ უფრო გემრიელია.
ულუფების რაოდენობას თავად შეცვლით და ინგრედიენტები ავტომატურად გადაითვლება. სამარხვო წვნიანების სანახავად დაამატეთ ფილტრი „სამარხვო".



















