გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ცომეული / სამარხვო ფორთოხლის ღვეზელი
სამარხვო ფორთოხლის ღვეზელი
ცომეულისამარხვოვეგეტარიანული

სამარხვო ფორთოხლის ღვეზელი — რეცეპტი

ავტორი:მერის კულინარია
სამარხვო ფორთოხლის ღვეზელის მომზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივად და საკმაოდ სწრაფად შეიძლება.
90
წთ
1
პორცია
1 პორციაზე

კვებითი ღირებულება მოწმდება.

ინგრედიენტები

1 პორცია
ხორბლის ფქვილი270 გრამი
ნუშის რძე200 გრამი
შაქარი180 გრამი
ფორთოხალი2 ცალი
მზესუმზირის ზეთი60 მლ
ქოქოსის ზეთი30 მლ
შაქარი50 გრამი
ვაშლის ძმარი1 ს/კ
ცომის გამაფხვიერებელი7 გრამი
ვანილის ექსტრაქტი2 ჩ/კ
მარილი0.25 ჩ/კ

მომზადება

1

გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუსამდე. მოსახსნელძირიან ფორმას ჩაუფინეთ საცხობი ქაღალდი. წაუსვით ქოქოსის ზეთი და ძირზე მოაყარეთ შაქარი. ფორთოხალს გააცალეთ კანი, თეთრი ნაწილისა და ძარღვებისგან. დაჭერით ფორთოხალი რგოლებად და მჭიდროდ ჩააწყვეთ ფორმის ძირში, ნაჭრებით შეავსეთ ყველა შუალედი.

2

სათქვეფით ჭურჭელში შეურიეთ ნუშის რძე, ძმარი, ვანილის ექსტრაქტი, მცენარეული ზეთი (ფორთოხლიან სამარხვო ღვეზელში ნუშის რძე შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქოქოსის ან სოიოს რძით). ცალკე, დიდ ჭურჭელში კოვზით ან სათქვეფით შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, შაქარი (მნიშვნელოვანია, რომ მშრალი ინგრედიენტები ცალკე აურიოთ და არა ერთბაშად ჩაყაროთ).

3

მომზადებული ფქვილი დაუმატეთ ნუშის რძეს, დაუყოვნებლივ და გულდასმით აურიეთ. ინგრედიენტები საკმაოდ სწრაფად უერთდება ერთმანეთს და ცომის აფუება (გამაფხვიერებლის მოქმედება) იწყება უკვე ზელის პროცესში. დაუმატეთ მომზადებული ცომი ფორმაში ჩალაგებულ ფორთოხალს.

4

გამოაცხვეთ ფორთოხლიანი სამარხვო ღვეზელი ღუმელში 50-55 წუთის განმავლობაში. შეამოწმეთ მზაობა მშრალი ხის ჩხირით (ის მშრალი უნდა დარჩეს). მზა ღვეზელს აცადეთ 5-10 წუთი შეგრილება და გადაიტანეთ ლანგარზე.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ბურგერის ფუნთუშა
ბურგერის ფუნთუშა
ბურგერის იდეალური ფუნთუშა (Brioche Bun) უნდა იყოს საოცრად რბილი, ჰაეროვანი.
ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური)
ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური)
„ლისტავოი“, ანუ საცხობ ფირფიტაზე (თუნუქის ფურცელზე) გამომცხვარი დიდი ხაჭაპური მაწვნის ცომით, ნამდვილი კლასიკაა.
გურული ღვეზელი
გურული ღვეზელი
გურული ღვეზელი დასავლეთ საქართველოს გამორჩეული, ტრადიციული საშობაო კერძია. მისი მთავარი საიდუმლო საფუვრიანი ცომი, ბევრი ყველი და მოხარშული კვერცხია.
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით
ღვეზელი გამოდის წვნიანი, შებოლილი არომატით და ძალიან ნაზი. გამოცხობის შემდეგ ღვეზელი ულამაზეს ფერს იღებს.
დახურული პიცა
დახურული პიცა
არც ისე ადვილი მოსმზადებელია, თუმცა ნამდვილად ღირს მისი მომზადება.
პიცა კალზონი ძეხვეულით
პიცა კალზონი ძეხვეულით
ეს არის მარტივი და გემრიელი რეცეპტი.
გამომცხვარი მაკარონი ძეხვითა და მწვანე ბარდით
გამომცხვარი მაკარონი ძეხვითა და მწვანე ბარდით
ეს რეცეპტი ბევრს მოეწონება.
პიცა ლორით და სოკოთი
პიცა ლორით და სოკოთი
პიცა ლორით, ქამა სოკოთი, პომიდვრითა და ყველით გამოდის წვნიანი, არომატული და მადისაღმძვრელი.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!