
ლინგვინი კარბონარა — რეცეპტი
ინგრედიენტები
4 პორციამომზადება
დიდ ტაფაზე, საშუალოზე მაღალ ცეცხლზე შეწვით ბეკონი, დროდადრო ურიეთ, სანამ ხრაშუნა არ გახდება (8-12 წუთი). პარალელურად, ქვაბში აადუღეთ მარილიანი წყალი და მოხარშეთ პასტა შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით, ალ დენტე (ოდნავ მკვრივ) მდგომარეობამდე.
თასში ათქვიფეთ კვერცხი ნაღებთან და გახეხილ პარმეზანთან ერთად. გადადგით გვერდზე. გადაწურეთ წყალი პასტიდან (შეინახეთ დაახლოებით 0.5-1 ჭიქა ნახარში წყალი შემდგომი გამოყენებისთვის).
ცხელი პასტა სწრაფად დაამატეთ კვერცხის მასას და კარგად აურიეთ, რომ დაიფაროს სქელი სოუსით. შეგიძლიათ დაამატოთ პასტის ნახარში გადანახული წყლის ნაწილი.
დაამატეთ ბეკონი და ფრთხილად ამოურიეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით გემოვნებით. მოაყარეთ ნედლი ოხრახუში. მიირთვით დაუყოვნებლებლად, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!