
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით — რეცეპტი
ინგრედიენტები
2 პორციამომზადება
ფენოვანი ცომი ძალიან თხელ ფენად გააბრტყელეთ. გოგრა გაასუფთავეთ, აათალეთ კანი და თხელ ფირფიტებად დაჭერით. მოალაგეთ ცომის ზედაპირზე და გადაანაწილეთ. ლორი ვიწრო ზოლებად დაჭერით და მოათავსეთ ცომზე.
შებოლილი ბეკონი პატარა კუბებად დაჭერით და ისიც ღვეზელს დაამატეთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ნებისმიერი სახის შებოლილი ხორცპროდუქტი გამოიყენოთ. მოცარელას ბურთულები პატარა, თხელ ფირფიტებად დაჭერით და თანაბრად გადაანაწილეთ ღვეზელის მთელ ზედაპირზე. მოაყარეთ ღვეზელს ხმელი ბექონდარა.
მყარი ყველი საშუალო სახეხზე გახეხეთ და ღვეზელს ზემოდან მოაყარეთ და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით. მზა ღვეზელი სუფრასთან ცხელი მიიტანეთ — დაჭერით პორციებად და მორთეთ ნედლი შაშკვლავით (ბაზილიკით).
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!