გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ცომეული / ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური)
ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური)
ცომეულიმთელი საქართველოვეგეტარიანული

ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური) — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
5.0 · 1 შეფასება
„ლისტავოი“, ანუ საცხობ ფირფიტაზე (თუნუქის ფურცელზე) გამომცხვარი დიდი ხაჭაპური მაწვნის ცომით, ნამდვილი კლასიკაა.
110
წთ
12
პორცია
1 პორციაზე
568
კალორია
26
ცილა
26
ცხიმი
50
ნახ.
სულ 12 პორცია — 6816 კალორია · 312 ცილა · 312 ცხიმი · 600 ნახ.

ინგრედიენტები

12 პორცია
ხორბლის ფქვილი უმაღლესი ხარისხის800 გრამი
ყველი იმერული1 კგ
მაწონი500 გრამი
ქათმის კვერცხი3 ცალი
ნაღების კარაქი 82.5%150 გრამი
სოდა1 ჩ/კ
რძე 3.2%1 ს/კ
მარილი1 ჩ/კ

მომზადება

1

ცომის მომზადება • თბილ მაწონში ჩაყარეთ სოდა და აურიეთ, დაელოდეთ სანამ მაწონი ამოფუვდება. • დიდ ჯამში ჩაყარეთ ფქვილის უმეტესი ნაწილი, გაუკეთეთ შუაში ჩაღრმავება და ჩაასხით აფუებული მაწონი, გამდნარი (ოღონდ არა ცხელი) კარაქი და 1 ცალი ათქვეფილი კვერცხი. • მოზილეთ ძალიან ნაზი, რბილი ცომი. თუ ხელებს გეკვრებათ, პერიოდულად დაამატეთ დარჩენილი ფქვილი (ცომი ზედმეტად არ გაამკვრივოთ, ფქვილით არ გადატვირთოთ). გადააფარეთ ტილო და აცადეთ ცომს ოთახის ტემპერატურაზე 30-40 წუთი დასვენება.

2

შიგთავსის მომზადება • ყველი კარგად დაფშვენით ხელით ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე. • დაამატეთ 1 ცალი კვერცხი და კარგად გადაზილეთ ხელით ერთგვაროვანი, ელასტიკური მასის მიღებამდე.

3

ხაჭაპურის ფორმირება საცხობ ფირფიტაზე • დასვენებული ცომი გაყავით ორ არათანაბარ ნაწილად (ერთი ნაწილი შედარებით დიდი უნდა იყოს – ძირისთვის, მეორე ოდნავ პატარა – ზედაპირისთვის). • საცხობ ფირფიტას წაუსვით კარაქი ან ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. • ცომის დიდი ნაწილი გააბრტყელეთ ფირფიტის ზომაზე (ოდნავ დიდი, რომ გვერდები აჰყვეს) და გადაიტანეთ ფირფიტაზე. • ცომზე თანაბრად გადაანაწილეთ მთელი ყველი. • გააბრტყელეთ ცომის მეორე, პატარა ნაწილი, დააფარეთ ყველს ზემოდან და ქვედა ცომის ამოწეულ ნაპირებთან ერთად მჭიდროდ შემოუკეცეთ ქვემოდან.

4

გამოცხობა • მნიშვნელოვანი დეტალი: ჩანგლით რამდენიმე ადგილას მსუბუქად დაჩხვლიტეთ ხაჭაპურის ზედაპირი, რომ ცხობისას ორთქლი გამოვიდეს და ცომი ზედმეტად არ გაიბეროს. • პატარა ჯამში აურიეთ კვერცხის გული და 1 კოვზი რძე. ფუნჯით თანაბრად გადაუსვით ხაჭაპურს ზემოდან. • გამოაცხვეთ 200 გრადუსზე კარგად გახურებულ ღუმელში 30-35 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირი ლამაზი ოქრისფერ არ გახდება. ღუმელიდან გამოიღების შემდეგ დაასვენეთ ხაჭაპური 10 წუთით, შემდეგ დაჭერით კვადრატულ ან რომბისებურ ნაჭრებად და მიირთვით ცხელი.

შეაფასე ეს რეცეპტი

5.0 (1)

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ბურგერის ფუნთუშა
ბურგერის ფუნთუშა
ბურგერის იდეალური ფუნთუშა (Brioche Bun) უნდა იყოს საოცრად რბილი, ჰაეროვანი.
გურული ღვეზელი
გურული ღვეზელი
გურული ღვეზელი დასავლეთ საქართველოს გამორჩეული, ტრადიციული საშობაო კერძია. მისი მთავარი საიდუმლო საფუვრიანი ცომი, ბევრი ყველი და მოხარშული კვერცხია.
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით
ღვეზელი გამოდის წვნიანი, შებოლილი არომატით და ძალიან ნაზი. გამოცხობის შემდეგ ღვეზელი ულამაზეს ფერს იღებს.
დახურული პიცა
დახურული პიცა
არც ისე ადვილი მოსმზადებელია, თუმცა ნამდვილად ღირს მისი მომზადება.
პიცა კალზონი ძეხვეულით
პიცა კალზონი ძეხვეულით
ეს არის მარტივი და გემრიელი რეცეპტი.
გამომცხვარი მაკარონი ძეხვითა და მწვანე ბარდით
გამომცხვარი მაკარონი ძეხვითა და მწვანე ბარდით
ეს რეცეპტი ბევრს მოეწონება.
პიცა ლორით და სოკოთი
პიცა ლორით და სოკოთი
პიცა ლორით, ქამა სოკოთი, პომიდვრითა და ყველით გამოდის წვნიანი, არომატული და მადისაღმძვრელი.
პიცის ცომი
პიცის ცომი
ამ რეცეპტით მიიღება პიცის უზადო ცომი — ელასტიური და ამავდროულად დამყოლი, გლუვი და მკვრივი, ნაზი და პლასტიკური!

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!