
დახურული პიცა — რეცეპტი
ინგრედიენტები
4 პორციამომზადება
თასში მოათავსეთ თაფლი. ჩაასხით თაფლში 30-35 გრადუსამდე შემთბარი წყალი, ჩაყარეთ მშრალი საფუარი და დატოვეთ 5-10 წუთით ასაფუებლად. როდესაც საფუარი აქაფებას დაიწყებს, დაამატეთ ზეთი. ჩააყარეთ მარილი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
დაამატეთ ერთი ჭიქა ფქვილი. კარგად აურიეთ. ფქვილის თანდათანობითი დამატებით მოზილეთ ცომი. გადაიტანეთ ცომი ფქვილმოყრილ მაგიდაზე და გულდასმით გადაზილეთ. მზა ცომს წაუსვით ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ თასში. დააფარეთ სუფთა ტილო და დატოვეთ თბილ ადგილას ასაფუებლად 40-60 წუთის განმავლობაში. ხახვი დაჭერით და ოდნავ მოშუშეთ.
პატარა ქვაბში ერთმანეთს შეურიეთ ტომატის პასტა, იტალიური სანელებლები, ხმელი ბაზილიკი , ნივრის ფხვნილი, მარილი და შავი პილპილი. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ერთი მწიკვი შაქარი. ადუღეთ სოუსი 5-7 წუთის განმავლობაში. პეპერონი და მორტადელა ერთად შეწვით მცირე რაოდენობის ზეთში. გახეხეთ ორი სახეობის ყველი.
როდესაც ცომი აფუვდება, გაყავით იგი 4 ნაწილად. გააბრტყელეთ ცომის თითოეული ნაჭერი და წაუსვით მომზადებული სოუსი. ზემოდან მოათავსეთ შემწვარი ძეხვეული და ცოტაოდენი მოშუშული ხახვი. შემდეგ მოაყარეთ გახეხილი ყველი. პიცის ცომი გადაკეცეთ ისე, რომ ინგრედიენტები შიგნით მოექცეს და ნაპირები ფუგურულად შეკარით. ზემოდან წაუსვით კვერცხი და გამოაცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში ოქროსფერ შეფერილობამდე.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!