
ოკროშკა ქათმით — რეცეპტი
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
ქათმის ფილე კარგად მოხარშეთ, გააცივეთ, დაჭერით კუბებად და მოათავსეთ ქვაბში. მწვანე ხახვი გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და დაუმატეთ ხორცს. 2-3 ქორფა, საშუალო ზომის კიტრი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით (სურვილისამებრ, შეგიძლიათ კანი გააცალოთ.
3-4 კვერცხი კარგად მოხარშეთ, გააცივეთ, გაფცქვენით, დაჭერით და დაამატეთ. 3-4 კარტოფილი მოხარშეთ კანიანად, გააცივეთ, გაფცქვენით და დაჭერით წვრილ კუბებად. კამა გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და ყველაფერი მოათავსეთ ქვაბში.
სასურველი ცხიმიანობის კეფირი ჩაასხით ბოსტნეულით, კვერცხითა და ქათმის ხორცით სავსე ქვაბში. მოაყარეთ მარილი გემოვნებით და გააზავეთ სასურველ კონსისტენციამდე ცივი ანადუღარი ან გაზიანი წყლით. გემრიელი ოკროშკა მზადაა. სუფრასთან ცივი მიიტანეთ არაჟანთან ერთად.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!