
ინგრედიენტები
4 პორციამომზადება
შეათბეთ წყალი 36-38 გრადუსამდე და გადაიტანეთ თასში. წყალში გახსენით საფუარი: თუ მშრალ საფუარს იყენებთ, დაგჭირდებათ 4 გრამი. მეორე თასში გაცერით ხორბლის ფქვილი, მთელი ულუფა ერთბაშად. ფქვილში დაამატეთ შაქარი და მარილი. შემდეგ დაუმატეთ მდოგვის ფხვნილი და კარგად გაურიეთ მშრალი ინგრედიენტები. დაასხით საფუარიანი წყალი. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი და გადაიტანეთ მცირე რაოდენობით მზესუმზირის ზეთით წასმულ თასში.
დააფარეთ მდოგვის პურის ცომიან თასს პირსახოცი და დადგით თბილ ადგილას 1,5 საათით. ცომი კარგად უნდა ამოვიდეს! ამის შემდეგ ჩაზილეთ მდოგვიანი ცომი და ჩამოაყალიბეთ პურის ბატონი და გადაიტანეთ პერგამენტით დაფარულ პურის საცხობ ფორმაში. დატოვეთ ცომი 30 წუთით ფორმაში, თბილ ადგილას. შემდეგ ზედაპირს წაუსვით მცირე რაოდენობით ზეთი (ასე პურის ქერქი არ იქნება მკვრივი) და მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
გამოაცხვეთ მდოგვიანი პური 200 გრადუსამდე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში, დაბრაწული ქერქის მიღებამდე. ამის შემდეგ ამოიღეთ პური ფორმიდან და სრულად გააგრილეთ ცხაურზე. უგემრიელესი შინაური მდოგვიანი პური მზადაა. გემრიელად მიირთვით.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!