
ინგრედიენტები
4 პორციამომზადება
სიმინდის ფქვილი გაცერით ღრმა თასში. ნელ-ნელა დაასხით თბილი წყალი და ხელით ენერგიულად მოზილეთ ცომი. ცომი უნდა ზილოთ მინიმუმ 5-7 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება სრულიად პლასტიკური, ერთგვაროვანი და ხელებზე აღარ მიგეკრობათ (თუ ცომი სკდება, წყალი დაუმატეთ). მოზელილი ცომიდან ჩამოაყალიბეთ მრგვალი გუნდები.
კეცი წინასწარ კარგად გაახურეთ ღუმელში ან გაზქურაზე და თხლად წაუსვით ზეთი (ან ტრადიციულად უფენდნენ კაკლის ფოთოლს), მოათავსეთ მასზე ცომის გუნდა და დააბრტყელეთ კეცის ძირის ზომამდე.. აცხვეთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ზედა-ქვედა წვით დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში, სანამ მჭადს ოქროსფერი ქერქი არ გაუკეთდება.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!