გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / რეცეპტები / იმერული სამზარეულო

იმერული სამზარეულო — რეცეპტები

იმერული სამზარეულო სიმარტივითა და ბუნებრივი გემოთი გამოირჩევა. აქ მთავარი როლი იმერულ ყველს, ახალ მწვანილს, ნიგვზსა და სეზონურ ბოსტნეულს აქვს, ხოლო სუფრა მჭადისა და იმერული ხაჭაპურის გარეშე წარმოუდგენელია.

ამ გვერდზე ნახავთ იმერული კერძების რეცეპტებს: იმერულ ხაჭაპურს, ისპანახისა და ჭარხლის ფხალს, ეკალას ფხალს, სოკოს კეცზე, ჯონჯოლს და სხვა კერძებს, რომლებიც იმერეთში თაობიდან თაობას გადაეცემა. თითოეულ რეცეპტს ახლავს ინგრედიენტები, ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერა და კალორიულობა ულუფაზე.

ბევრი იმერული კერძი თავისთავად სამარხვოა, ამიტომ მარხვის დროს ეს გვერდი განსაკუთრებით გამოგადგებათ. ასეთი რეცეპტების სანახავად დაამატეთ ფილტრი „სამარხვო".

თუ იმერული სუფრის საკუთარი საიდუმლო გაქვთ, დაამატეთ რეცეპტი mychef.ge-ზე.

იმერული
კვების ტიპი:
დალაგება:
გვერდზე: