
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, მარილი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაუშვით მასში კარგად გასუფთავებული ლოქოს ნაჭრები და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში (არ გადახარშოთ, თევზი არ უნდა დაიშალოს).
სანამ თევზი იხარშება, მოამზადეთ ქინძმარის სოუსი: ქინძი, ნიორი და მარილი ერთად დანაყეთ ფაფისებრ მასამდე და დაუმატეთ ძმარი და წიწაკა.
მოხარშული ლოქოს ცხელ-ცხელი ნაჭრები ფრთხილად ამოიღეთ ქაფქირით და ჩაალაგეთ ღრმა ჭურჭელში. ქინძმრის სოუსს დაუმატეთ ლოქოს ბულიონის ნაწილი, კარგად აურიეთ და დაასხით ცხელი თევზის ნაჭრებს. ცხელი წესით მომზადებისას თევზი მომენტალურად შეიწოვს ქინძმრის არომატს. მიირთვით გაცივებული.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!