
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
ბავარიული თხევადი ცომისათვის გამოიყენება მხოლოდ ღია ფერის ლუდი, მუქი ლუდი კერძს გაამწარებს. თხევად ცომს ოდნავ უნდა მოაყაროთ მარილი, ხოლო თევზს საერთოდ არ სჭირდება დამარილება. კვერცხი, მარილი და შაქარი ოდნავ ათქვიფეთ ჩანგლით, დაამატეთ რძე, ლუდი და გაცრილი ფქვილი (ფქვილი დაამატეთ ეტაპობრივად).
ყველაფერი საგულდაგულოდ აურიეთ, რომ ფქვილი კარგად გაიხსნას. ცომი უნდა იყოს დაახლოებით ისეთი, როგორიც კრეპებისთვისაა. გასუფთავებული და გარეცხილი თევზი დაჭერით ულუფებად (3-4 სმ სისქის) და შეამშრალეთ ქაღალდის პირსახოცით.
ტაფაზე მოასხით ზეთი სულ მცირე 1 სმ სიმაღლეზე და კარგად გააცხელეთ. თევზის ნაჭრები ამოავლეთ თხევად ცომში და შეწვით ოქროსფერი ქერქის მიღებამდე. მზა თევზი გადაიტანეთ ქაღალდის პირსახოცზე, ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად. კერძი მზადაა.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!