კახური სამზარეულო — რეცეპტები
კახეთი ღვინისა და დიდი სუფრის კუთხეა. კახური სამზარეულო ხორციანი და ნოყიერია: ვაზის ნასხლავზე შემწვარი მწვადი, ჩაქაფული ტარხუნითა და ტყემლით, ჩიხირთმა, თონეში გამომცხვარი თონის პური, ხოლო რთველის შემდეგ ჩურჩხელა და ფელამუში.
ამ გვერდზე შეგროვებულია კახური კერძების რეცეპტები ზუსტი ინგრედიენტებით, მომზადების დროითა და ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერით. კალორიულობა ულუფაზეც მითითებულია, ულუფების რაოდენობის შეცვლისას კი ინგრედიენტები ავტომატურად გადაითვლება.
რჩევა: მწვადისთვის ხორცი წინა დღით მოამზადეთ და ხახვში დაამარინადეთ. მარილი შეწვამდე მოაყარეთ, ხოლო მწვადი ღია ალზე კი არა, ნაკვერჩხალზე შეწვით.
გაქვთ კახური სუფრის რეცეპტი, რომელიც ოჯახში ინახება? დაამატეთ ის mychef.ge-ზე.







