გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / ორაგული ისპანახით ტარტარის სოუსში
ორაგული ისპანახით ტარტარის სოუსში
ძირითადი კერძებივეგეტარიანული

ორაგული ისპანახით ტარტარის სოუსში — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
სწორად შეწვარი თევზი და უგემრიელესი კერძი გამოვა.
30
წთ
4
პორცია
1 პორციაზე
203
კალორია
19
ცილა
13
ცხიმი
2
ნახ.
სულ 4 პორცია — 812 კალორია · 76 ცილა · 52 ცხიმი · 8 ნახ.

ინგრედიენტები

4 პორცია
ორაგული300 გრამი
მზესუმზირის ზეთი30 მლ
ნაღები 20%50 მლ
კაპერსი2 ჩ/კ
ლიმონის წვენი1 ს/კ
ოხრახუში10 გრამი
ისპანახი250 გრამი
მარილიგემოვნებით

მომზადება

1

ტაფაში გააცხელეთ ზეთი და შეწვით ორაგული (თევზს მარილი მოაყარეთ) თითოეული მრიდან ოთხი წუთის განმავლობაში, სანამ თევზის ნაჭრებს ოქროსფერი ქერქი არ გაუჩნდება და გადაიტანეთ თეფშზე. იმავე ტაფაში მოწალეთ ისპანახის ფოთლები და დატოვეთ თავსახურის ქვეშ ერთი წუთით. მზა ისპანახი დაალაგეთ თეფშზე და ზემოდან დაადეთ შემწვარი ორაგულის ნაჭრები.

2

ტაფაში შეაცხელეთ ნაღები, დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი კაპერსი და ოხრახუში და დაბალ ცეცხლზე ურიეთ სოუსს რამდენიმე წუთის განმავლობაში, ვიდრე ადუღებამდე არ მივა. მოასხით მომზადებული სოუსი თევზს და მოურთეთ კერძი ლიმონის რგოლებით. ორაგული ისპანახით ტარტარის სოუსში მზადაა.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!