
ინგრედიენტები
4 პორციამომზადება
ქორჭილას გააცალეთ ფარფლი, გარეცხეთ, შეამშრალეთ ქაღალდის პირსახოცით და დაჭერით სასურველ ულუფებად. თევზის ნაჭრებს მოაყარეთ ცოტა მარილი, დაფქული პილპილი და მოასხით ლიმონის წვენი. ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთში, გახურებულ ტაფაზე, ორივე მხრიდან. შემწვარი ქორჭილა გადაიტანეთ თეფშზე.
ერთი თავი ხახვი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და შეწვით იმავე ტაფაში. სტაფილო დაჭერით თხელ წვრილ ჩხირებად და დაამატეთ ხახვს. ყაბაყი დაჭერით კუბებად, ისიც დაუმატეთ და განაგრძეთ მომზადება, სანამ ბოსტნეული სანახევროდ არ მოიშუშება. შემდეგ დაამატეთ ორი, სავსე სუფრის კოვზი არაჟანი, ერთი ჭიქა წყალი, დაფნის ფოთოლი და კვლიავის თესლი. შეაზავეთ თევზის სანელებლით და მოაყარეთ მარილი გემოვნებით. მიიყვანეთ ადუღებამდე და ამის შემდეგ ტაფაში ჩაალაგეთ შემწვარი ქორჭილა. შუშეთ ყველაფერი თავდახურულ ტაფაში დაახლოებით 15-20 წუთი და კერძიც მზადაა.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!