
ინგრედიენტები
8 პორციამომზადება
სიმინდის ფქვილი ჩაყარეთ თასში. სულგუნი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და დაუმატეთ ფქვილს. დაუმატეთ ასევე კვერცხი და გამდნარი კარაქი. ნელ-ნელა დაასხით თბილი რძე და ხელით კარგად მოზილეთ ცომი. ცომი უნდა ზილოთ მანამ, სანამ ყველი და ფქვილი ერთიან, ელასტიურ მასად არ შეიკვრება. მიღებული ცომიდან ჩამოაყალიბეთ მოგრძო, ოვალური ფორმის მჭადები/ჭვიშტარები. ტაფაზე გაახურეთ მცენარეული ზეთი, დაალაგეთ ჭვიშტარები, დააფარეთ თავსახური და შეწვით საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან ოქროსფერი ქერქის მიღებამდე. იცოდეთ რომ ამ დროისთვის ყველი შიგნიდან სრულიად ჩადნა და შეგიძლიათ მიირთვათ.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!