
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
ქათამი კარგად გატრუსეთ, გარეცხეთ, მოათავსეთ დიდ ქვაბში, დაასხით დაახლოებით 2.5 ლიტრი ცივი წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე. დუღილისას პერიოდულად მოხადეთ ქაფი. როგორც კი ქაფს მოხდით დაუმატეთ ბულიონს 2 გაფცქვნილი მთლიანი ხახვი და ქათამთან ერთად მოხარშეთ. როცა ხორცი მოიხარშება, ამოიღეთ ბულიონიდან, გააგრილეთ, დაჭერით პორციებად და შეინახეთ თბილად. მოხარშული ხახვიც ამოიღეთ (აღარ დაგჭირდებათ) ბულიონი კი აუცილებლად გადაწურეთ წვრილ საცერში, რათა ზედმეტი ნაწილაკებისგან გასუფთავდეს.
ცალკე ჯამში კარგად ათქვიფეთ კვერცხი ძმართან და ფქვილთან ერთად. შემდეგ ნელ-ნელა, უწყვეტი მორევით დაუმატეთ ამ მასას 1 ჩამჩა შეგრილებული ბულიონი და კარგად ათქვიფეთ, რომ ფქვილი მთლიანად გაიხსნას. ეს მასა დაუმატეთ ქვაბში ბულიონს, შემოდგით ცეცხლზე, თან მუდმივად ურიეთ (კვერცხი რომ არ შეიკრას). ადუღეთ საშუალოზე დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 4-5 წუთი, სანამ არ შეამჩნევთ, რომ ბულიონი შესქელდა. ამ დროს ჩააბრუნეთ ქვაბში ქათმის ნაჭრები, დაუმატეთ დანაყილი ნიორი, მარილი, დაფქული ცხარე წიწაკა, შავი პილპილი და დაჭრილი ქორფა ქინძი. ერთხელაც მოურიეთ და ჩიხირთმა მზადაა. სუფრაზე აუცილებლად მიიტანეთ პატარა ჭურჭლით დანაყილი ნიორი და ძმარი...ვიღაცას აუცილებლად მოუნდება დამატება.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!