
ინგრედიენტები
10 პორციამომზადება
ყველა ინგრედიენტი აურიეთ და მოზილეთ ცომი. გაყავით იგი 2 არათანაბარ ნაწილად (დიდი და პატარა), თითოეულ ნაწილი მოაგუნდავეთ და გაახვიეთ ცელოფანში. ცომის დიდი ნაწილი შედგით მაცივარში 1 საათით, ხოლო მცირე ნაწილი — საყინულეში. ვაშლი და ლიმონი გარეცხეთ, მოაშორეთ გული და კურკები და დააბლენდერეთ. მიღებული მასა გაწურეთ მარლაში, დაამატეთ შაქარი და გადაურიეთ.
ცომის დიდი ნაწილი გააბრტყელეთ, საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, გადაუსვით ზეთი და ზედ დააფინეთ ცომი. ხელით გაასროეთ ცომი ისე, რომ გვერდები აწეული ჰქონდეს საცხობ ლანგარზე, შემდეგ ოდნავ მოაყარეთ ფქვილი და წაუსვით ვაშლისა და ლიმონის შიგთავსი. საყინულედან გამოღებული ცომი დააახეხეთ მსხვილი სახეხით პირდაპირ შიგთავსს და თანაბრად გაადაანაწილეთ. გამოაცხვეთ 180°-ზე 40 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!