გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / დესერტები & ტკბილეული / ვაშლის ნამცხვარი შვრიით
ვაშლის ნამცხვარი შვრიით
დესერტები & ტკბილეულისამარხვოვეგეტარიანულივეგანური

ვაშლის ნამცხვარი შვრიით — რეცეპტი

ავტორი:ლელიკო
ვაშლის ნამცხვარი შვრიით არის არომატული, ჰაეროვანი და ჯანსაღი დესერტი, რომელიც საუკეთესოდ უხდება ჩაისა და ყავას.
45
წთ
2
პორცია
1 პორციაზე
866
კალორია
17
ცილა
29
ცხიმი
139
ნახ.
სულ 2 პორცია — 1732 კალორია · 34 ცილა · 58 ცხიმი · 278 ნახ.

ინგრედიენტები

2 პორცია
ხორბლის ფქვილი5 ს/კ
შვრიის მარცვალი6 ს/კ
სელის თესლი3 ს/კ
ზეითუნის ზეთი2 ს/კ
ვაშლის ძმარი1 ს/კ
შაქარი ყავისფერი2 ს/კ
სოდა0.5 ჩ/კ
ვაშლი8 ცალი
სიმინდის სახამებელი1 ს/კ
დაფქული ჯანჯაფილი (კოჭა)0.5 ჩ/კ
მარილიგემოვნებით
წყალი80 მლ
დაფქული დარიჩინიგემოვნებით

მომზადება

1

ბლენდერში დაფქვით შვრიის მარცვლეული და სელის თესლი ფქვილის მდგომარეობამდე. დიდ ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ყველა ფხვიერი ინგრედიენტი. დაუმატეთ ვაშლის ძმარი, ზეითუნის ზეთი და წყალი, მოზილეთ ცომი. უნდა მიიღოთ წებოვანი ცომი.

2

საცხობ ფორმას წაუსვით მცენარეული ზეთი ან ჩაუფინეთ საცხობი ქაღალდი. დაისველეთ ხელები წყლით და თანაბრად გადაანაწილეთ ცომი ფორმაში. ხელები წყლით ყოველ ჯერზე დაისველეთ, როდესაც ცომი ხელზე მიწებებას დაიწყებს. შედგით 200 გრადუსამდე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 10 წუთით.

3

გულსართისთვის ვაშლებს ამოუცალეთ გული და დაჭერით ნაჭრებად. ჯამში ერთმანეთს შეურიეთ შაქარი, დარიჩინი, ჯანჯაფილი და სიმინდის სახამებელი. მოაყარეთ ეს ნარევი ვაშლებს, კარგად მოურიეთ, რომ თითოეულ ნაჭერს. ჩააწყვეთ ვაშლები ღვეზელის ფორმაში. აცხეთ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში 180 გრადუს ტემპერატურაზე. მიტანამდე მოასხით თაფლი/სიროფი ან მოაყარეთ შაქრის პუდრა.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ბრაუნი
ბრაუნი
ამ რეცეპტით დარწმუნდებით, რომ ბრაუნის მომზადება არც ისე რთულია.
პიკანტური შოკოლადის ტრიუფელის ბრაუნი
პიკანტური შოკოლადის ტრიუფელის ბრაუნი
ტრიუფელი — მომრგვალებული ფორმის, კაკაოს ფქვილში ამოვლებული შოკოლადის კანფეტია შიგთავსით.
ნაპოლეონი არაჟნის ფენოვანი ცომით
ნაპოლეონი არაჟნის ფენოვანი ცომით
საუკეთესო რეცეპტი, რომელიც იმედებს არ გაგიცრუებთ.
ტორტი არაჟნის კრემით
ტორტი არაჟნის კრემით
ამ რეცეპტით ძალიან ადვილად მოამზადებთ ფუმფულა და გემრიელ დესერტს.
ტორტი "სურეალისტი"
ტორტი "სურეალისტი"
თუ შოკოლად და ხაჭო გიყვართ, ეს რეცეპტი თქვენთვისაა.
შოკოლადის მაფინები ყაბაყით
შოკოლადის მაფინები ყაბაყით
ყაბაყის (ან ცუკინის) წყალობით ეს მაფინები გამოდის ძალიან გემრიელი,
შვრიის ორცხობილა ბანანითა და დარიჩინით
შვრიის ორცხობილა ბანანითა და დარიჩინით
ორცხობილა გამოდის ძალიან გემრიელი, რბილი და არომატული.
სამარხვო სტაფილოს ორცხობილა
სამარხვო სტაფილოს ორცხობილა
სამარხვო სტაფილოს ორცხობილა არის გემრიელი, არომატული და ჯანსაღი ნამცხვარი, რომელიც მზადდება ცხოველური პროდუქტების (კვერცხის, კარაქის, რძის) გარეშე.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!