გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / დესერტები & ტკბილეული / ტორტი "სურეალისტი"
ტორტი "სურეალისტი"
დესერტები & ტკბილეულივეგეტარიანული

ტორტი "სურეალისტი" — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
თუ შოკოლად და ხაჭო გიყვართ, ეს რეცეპტი თქვენთვისაა.
60
წთ
10
პორცია
1 პორციაზე
425
კალორია
12
ცილა
27
ცხიმი
35
ნახ.
სულ 10 პორცია — 4250 კალორია · 120 ცილა · 270 ცხიმი · 350 ნახ.

ინგრედიენტები

10 პორცია
ბანანი2 ცალი
ქათმის კვერცხი5 ცალი
ხორბლის ფქვილი150 გრამი
ხაჭო 9%200 გრამი
შოკოლადი250 გრამი
კაკაო3 ს/კ
შაქარი2 ს/კ
ნაღების კარაქი 82.5%150 გრამი

მომზადება

1

შოკოლადის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ კარაქი, კვერცხი, შოკოლადი, ფქვილი და შაქარი: ჯამში მოათავსეთ დაჭრილი კარაქი, დატეხილი შოკოლადი და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში.

2

ერთად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი და დაუმატეთ გამდნარ შოკოლადს. ეტაპობრივად, დაამატეთ ფქვილი (თან ურიეთ) და შემდეგ კაკაოს ფხვნილი. ყველაფერს კარგად აურიეთ, ისე რომ არ დარჩეს ფქვილის კოშტები და შოკოლადის ცომიც მზადაა. ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ ხაჭო, ბანანი, კვერცხი, შაქარი და კარგად დააბლენდერეთ. ხაჭოს ფენა მზადაა.

3

ტორტის ფორმას წაუსვით კარაქი/ზეთი და ჩაასხით შოკოლადის ცომის ნახევარი, ზემოდან კი ხაჭოს ფენის ნახევარი. შემდეგ დარჩენილი შოკოლადის ცომი და ისევ დარჩენილი ხაჭოს ფენა. ტორტის მთელ ზედაპირზე, სიღრმეზე გადაატარეთ ხის ჩხირი ფენების ასარევად და ჩახლართული ორნამენტის მისაცემად.

4

გამოაცხვეთ 180 °C-მდე წინასწარ გახურებულ ღუმელში 35-40 წუთის განმავლობაში. ტორტის მზადყოფნა შეამოწმეთ მშრალი ხის ჩხირით. აცადეთ ტორტს გაცივება, დაჭერით ულუფებად და მიიტანეთ სუფრასთან. გემრიელად მიირთვით.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ბრაუნი
ბრაუნი
ამ რეცეპტით დარწმუნდებით, რომ ბრაუნის მომზადება არც ისე რთულია.
პიკანტური შოკოლადის ტრიუფელის ბრაუნი
პიკანტური შოკოლადის ტრიუფელის ბრაუნი
ტრიუფელი — მომრგვალებული ფორმის, კაკაოს ფქვილში ამოვლებული შოკოლადის კანფეტია შიგთავსით.
ნაპოლეონი არაჟნის ფენოვანი ცომით
ნაპოლეონი არაჟნის ფენოვანი ცომით
საუკეთესო რეცეპტი, რომელიც იმედებს არ გაგიცრუებთ.
ტორტი არაჟნის კრემით
ტორტი არაჟნის კრემით
ამ რეცეპტით ძალიან ადვილად მოამზადებთ ფუმფულა და გემრიელ დესერტს.
შოკოლადის მაფინები ყაბაყით
შოკოლადის მაფინები ყაბაყით
ყაბაყის (ან ცუკინის) წყალობით ეს მაფინები გამოდის ძალიან გემრიელი,
შვრიის ორცხობილა ბანანითა და დარიჩინით
შვრიის ორცხობილა ბანანითა და დარიჩინით
ორცხობილა გამოდის ძალიან გემრიელი, რბილი და არომატული.
სამარხვო სტაფილოს ორცხობილა
სამარხვო სტაფილოს ორცხობილა
სამარხვო სტაფილოს ორცხობილა არის გემრიელი, არომატული და ჯანსაღი ნამცხვარი, რომელიც მზადდება ცხოველური პროდუქტების (კვერცხის, კარაქის, რძის) გარეშე.
პროტეინის ორცხობილა გოგრებით
პროტეინის ორცხობილა გოგრებით
მისი ჯანსაღად გაკეთება მარტივია და ის ყოველთვის აკმაყოფილებს ტკბილის მოთხოვნილებას.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!