
ინგრედიენტები
10 პორციამომზადება
ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ შესქელებული რძე (ე.წ. სგუშჩონკა) და ეტაპობრივად, თითო სუფრის კოვზით დაუმატეთ ფქვილი. საკვებ სოდას დაუმატეთ ძმარი და როდესაც სოდა მთლიანად გაზავდება (როდესაც ბუშტუკები გაქრება) ვანილინთან ერთად დაუმატეთ ფქვილიან მასას. ყველა ინგრედიენტი კარგად გადაურიეთ ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე და ჩაასხით კარაქწასმულ და ფქვილმოყრილ საცხობ ფორმაში. შედგით 180°C-მდე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 30 წუთი. მზადყოფნა შეამოწმეთ კბილის ჩხირით. ამის შემდეგ გამოიღეთ ნამცხვარი, გააცივეთ და გაჭერით 3 ფენად გრძივად, სიბრტყეზე.
არაჟანი და შაქრის პუდრა აურიეთ და ცოტა ხნით შედგით მაცივარში. არაჟნის მასაში აურიეთ თქვენთვის სასურველი ხილი ან კენკრა და წაუსვით ნამცხვრის თითოეულ ფენას. ამის შემდეგ შედგით ნამცხვარი მაცივარში, მთელი ღამით, რათა ფენები გაიჟღინთოს. ტორტი გამოდის საოცრად ნაზი. გემრიელად მიირთვით
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!