
ინგრედიენტები
8 პორციამომზადება
ცომისთვის: შოკოლადი და კარაქი ერთად მოათავსეთ თასში, გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე და გააციეთ. კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად და დაამატეთ შოკოლადისა და კარაქის ნაზავი. ფქვილი, კაკაოს ფხვნილი და გამაფხვიერებელი ერთად აურიეთ, გაცერით, დაუმატეთ დანარჩენ მასას და კარგად გადაურიეთ, ისე რომ ერთგვაროვანი, არაჟნის კონსისტენციის ცომი მიიღოთ.
საცხობ ფორმაში ჩაასხით ცომის ნახევარი, მოაყარეთ თეთრი და რძიანი (ან შავი) შოკოლადის ნატეხები და შემდეგ ზემოდან დაასხით ცომის დარჩენილი ნაწილი. გამოაცხვეთ 180°C-მდე წინასწარ გახურებულ ღუმელში 30-35 წუთის განმავლობაში და ბრაუნის მზადაა. გემრიელად მიირთვით.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!