გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / დესერტები & ტკბილეული / პიკანტური შოკოლადის ტრიუფელის ბრაუნი
პიკანტური შოკოლადის ტრიუფელის ბრაუნი
დესერტები & ტკბილეულივეგეტარიანული

პიკანტური შოკოლადის ტრიუფელის ბრაუნი — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
ტრიუფელი — მომრგვალებული ფორმის, კაკაოს ფქვილში ამოვლებული შოკოლადის კანფეტია შიგთავსით.
60
წთ
12
პორცია
1 პორციაზე
701
კალორია
17
ცილა
29
ცხიმი
96
ნახ.
სულ 12 პორცია — 8412 კალორია · 204 ცილა · 348 ცხიმი · 1152 ნახ.

ინგრედიენტები

12 პორცია
რძიანი შოკოლადი200 გრამი
ნაღების კარაქი 82.5%250 გრამი
კაკაო5 ს/კ
შაქარი200 გრამი
შაქარი ყავისფერი150 გრამი
ხორბლის ფქვილი1200 გრამი
ცომის გამაფხვიერებელი0.5 ჩ/კ
ქათმის კვერცხი4 ცალი
წითელი ცხარე წიწაკაგემოვნებით
მარილიგემოვნებით

მომზადება

1

დაამტვრიეთ შოკოლადის ფილები და მოათავსეთ ქვაბში. დაჭერით კარაქი, დაუმატეთ შოკოლადს და გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე, თან პერიოდულად ურიეთ. სანამ შოკოლადი და კარაქი მზადდება, აურიეთ ფქვილი, კაკაო, მარილი, გამაფხვიერებელი, დაფქული წითელი წიწაკა და გაცერით ეს მასა წვრილ საცერში.

2

როგორც კი შოკოლადი და კარაქი დადნება და გადაიქცევა ერთგვაროვან მასად, გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან. მომზადებულ შოკოლადს დაუმატეთ ყავისფერი შაქარი და შაქრის ფხვნილი. ურიეთ მანამ, სანამ მთელი შაქარი არ გადნება. შოკოლადიან მასას თანდათანობით დაუმატეთ თითო თითო კვერცხი და გულდასმით ათქვიფეთ ხელის სათქვეფით.

3

ამის შემდეგ დაიწყეთ კაკაოსა და ფქვილის მომზადებული ნარევის დამატება სუფრის კოვზით, თან განუწყვეტლად ურიეთ, რომ კოშტები არ წარმოიქმნას. წინასწარ მოამზადეთ საცხობი ფორმა, რომელზეც სასურველია დააფინოთ საცხობი ქაღალდი და წაუსვათ კარაქი.

4

როგორც ყველა ინგრედიენტი გულდასმით აირევა, გადაიტანეთ ცომი საცხობ ფორმაში, თანაბრად გაანაწილეთ ნიჩბის დახმარებით და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გამოიღეთ ნამცხვარი და როგორც კი გაცივდება, ამოიღეთ ფორმიდან, ზემოდან ოდნავ მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი, დაჭერით სასურველ ნაწილებად.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ბრაუნი
ბრაუნი
ამ რეცეპტით დარწმუნდებით, რომ ბრაუნის მომზადება არც ისე რთულია.
ნაპოლეონი არაჟნის ფენოვანი ცომით
ნაპოლეონი არაჟნის ფენოვანი ცომით
საუკეთესო რეცეპტი, რომელიც იმედებს არ გაგიცრუებთ.
ტორტი არაჟნის კრემით
ტორტი არაჟნის კრემით
ამ რეცეპტით ძალიან ადვილად მოამზადებთ ფუმფულა და გემრიელ დესერტს.
ტორტი "სურეალისტი"
ტორტი "სურეალისტი"
თუ შოკოლად და ხაჭო გიყვართ, ეს რეცეპტი თქვენთვისაა.
შოკოლადის მაფინები ყაბაყით
შოკოლადის მაფინები ყაბაყით
ყაბაყის (ან ცუკინის) წყალობით ეს მაფინები გამოდის ძალიან გემრიელი,
შვრიის ორცხობილა ბანანითა და დარიჩინით
შვრიის ორცხობილა ბანანითა და დარიჩინით
ორცხობილა გამოდის ძალიან გემრიელი, რბილი და არომატული.
სამარხვო სტაფილოს ორცხობილა
სამარხვო სტაფილოს ორცხობილა
სამარხვო სტაფილოს ორცხობილა არის გემრიელი, არომატული და ჯანსაღი ნამცხვარი, რომელიც მზადდება ცხოველური პროდუქტების (კვერცხის, კარაქის, რძის) გარეშე.
პროტეინის ორცხობილა გოგრებით
პროტეინის ორცხობილა გოგრებით
მისი ჯანსაღად გაკეთება მარტივია და ის ყოველთვის აკმაყოფილებს ტკბილის მოთხოვნილებას.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!