
ინგრედიენტები
4 პორციამომზადება
ბადრიჯანი გარეცხეთ, გაჭერით შუაზე და თითოეული ნახევარი დაჭერით 0,7–1 სმ-ის სისქის ნაჭრებად, მოათავსეთ მარილიან წყალში და გააჩერეთ 10-15 წუთი. შემდეგ შეამშრალეთ ზედმეტი სითხისგან (შეგიძლიათ ხელითაც გაწუროთ) და შეწვით ტაფაზე მზესუმზირის ზეთში 5-7 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ მარილი, პილპილი, ფრთხილად აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
მზა ბადრიჯანი გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე 1-2 წუთით, რათა ზედმეტი ზეთი მოსცილდეს. შემდეგ, გადაიტანეთ ღრმა ჭურჭელში, დაუმატეთ გახეხილი ან დანაყილი ნიორი, აურიეთ და აცადეთ ცოტა ხნით დაყოვნდეს.
ხახვი დაჭერით ალყა-ალყა თხლად., დაუმატეთ დანაყილი ნიორი, მარილი, დაფქული შავი პილპილი და აურიეთ. იქვე დაუმაყტეთ ძმარი, ხელით კარგად დაზილეთ და აცადეთ, რომ კარგად დამარინადდეს.
ამასობაში, მზესუმზირის ზეთში სულ ცოტა ხნით (3-4 წუთი) მოშუშეთ მწვანე ლობიო, გადმოდგით ცეცხლიდან და გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ზეთის მოსაცილებლად. პომიდვრები გარეცხეთ და დაჭერით მოგრძო ნაჭრებად. ბადრიჯნიან ჭურჭელში დაამატეთ მწვანე ლობიო და პომიდვრები, შემდეგ კი აურიეთ.
სალათს მოასხით ხახვითა და ნივრით მომზადებული საკაზმი, აურიეთ და ცოტა ხნით დატოვეთ. სალათი მზადაა! იგი სუფრასთან თბილი უნდა მიიტანოთ, შავი პურის ტოსტთან ერთად.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!