
ქათმის სალათი სოკოთი — რეცეპტი
ინგრედიენტები
4 პორციამომზადება
ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ პატარა ტაფაზე, სანამ არ დარბილდება და ოდნავ არ შეოქროსფერდება. გადაიტანეთ თეფშზე და გადადგით გვერდზე. დაჭრილი სოკო შეწვით ტაფაზე, სანამ არ დარბილდება.
პარალელურად მოხარშეთ ქათმის ფილე, გააციეთ და დაჭერით კუბებად. მოხარშეთ კვერცხები. გახეხეთ ყველი და კვერცხი სახეხზე. თასში ერთმანეთს შეურიეთ ხახვი, სოკო, ქათმის ფილე, კვერცხი და ყველი. დაამატეთ დაქუცმაცებული ნიგოზი და მაიონეზი, შემდეგ კი გულდასმით აურიეთ.
დიდი, ბრტყელი ლანგრის ცენტრში მოათავსეთ ბოთლი. მოაწყვეთ სალათი ბოთლის გარშემო, მსუბუქად დატკეპნეთ, შემდეგ კი ფრთხილად ამოიღეთ ბოთლი. მორთეთ ზეთისხილით, მწვანილით და მიიტანეთ სუფრასთან
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!