
ინგრედიენტები
2 პორციამომზადება
აიღეთ მწიფე ავოკადო, ტკბილი პომიდვრები, კიტრი, წითელი ხახვი, ზეთისხილი, რიკოტა, მწვანილი, სოიოს სოუსი, ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. პომიდორი დაჭერით მსხვილ კუბებად. კიტრიც ასევე კუბებად დაჭერით. ნაჭრები არ უნდა იყოს წვრილი, რომ ბოსტნეულმა წვენი არ გამოუშვას.
იდეალურ შემთხვევაში საჭიროა წითელი ხახვი, მაგრამ თუ არ გაქვთ თეთრი ან ყვითელი ხახვითაც შეიძლება. ჩვეულებრივ ხახვს 3-5 წუთით დაასხით მდუღარე წყალი, შემდეგ გადაიტანეთ საწურზე და გადაავლეთ ცივი წყალი. წითელი ხახვის შემთხვევაში ამის გაკეთება საჭირო არ არის. ხახვი დაჭერით წვრილად.
დაჭრილი ბოსტნეული მოათავსეთ ჯამში. გაასუფთავეთ ავოკადო, მოაცილეთ კურკა. ნაყოფის ნახევარი დაჭერით მოგრძო ნაჭრებად (ლებნებად). დაამატეთ ავოკადო სალათში.
ხელით დაანაწევრეთ რიკოტა. მოაბნიეთ ზეთისხილი და სალათს მოასხით სოიოს სოუსი. შემდეგ სალათში ჩაწურეთ ლიმონის წვენი. შეაზავეთ სალათი ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთით. ავოკადოიან ბერძნულ სალათს დაამატეთ ოხრახუში და აურიეთ. სალათი მზადაა!
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!