
თბილი სალათი ბეკონით და სოკოთი — რეცეპტი
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
ბეკონი დაჭერით თხელ ნაჭრებად და შეწვით მშრალ, გახურებულ ტაფაზე ოქროსფერ შეფერილობამდე. გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცდაფენილ თეფშზე, რათა ზედმეტი ცხიმი ჩამოიწუროს.
სოკო დაჭერით თხელ ნაჭრებად (ფირფიტებად) და შეწვით იმავე ტაფაზე, რომელზეც ბეკონი მოამზადეთ. კვერცხი მოხარშეთ მაგრად და დაჭერით რგოლებად. ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
ქიშმიში დაალბეთ თბილ წყალში 15 წუთის განმავლობაში. ტაფაში ერთმანეთს შეურიეთ მდოგვი, თაფლი, ზეთი და ძმარი, დაამატეთ ცოტა წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
სასალათეში მოათავსეთ სალათის ფოთლები, სოკო, ბეკონი, მოასხით ცხელი სოუსი, ზემოდან დააწყვეთ დაჭრილი კვერცხი და მორთეთ სალათი ქიშმიშითა და ყველით. მიირთვით!
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!