
სამეფო ოლივიე — რეცეპტი
ინგრედიენტები
4 პორციამომზადება
ჩვენი მეფური ოლივიესთვის კიბორჩხალას ჩხირები დაგვჭირდება, კარტოფილი და სტაფილო გულდასმით გარეცხეთ და ქვაბში, დაბალ ცეცხლზე 10 წუთით დადგით მოსახარშად. კარგად მოხარშეთ ქათმის ფილეც — საშუალო სიძლიერის ცეცხლზე 8 წუთი სრულიად საკმარისია. კვერცხები მოხარშეთ მაგრად. ამისთვის ისინი მდუღარე წყალში მინიმუმ 6 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. იმისათვის, რომ შემდგომში კარგად გაიფცქვნას, წყალს უხვად მოაყარეთ მარილი.
ვაშლს მოაცილეთ კანი, ამოაჭერით გული თესლებთან ერთად და დაჭერით დაახლოებით ნახევარსანტიმეტრიან კუბებად. შემდეგ გაჭერით ლიმონი შუაზე, ნახევრის წვენი მოასხით ვაშლის ნაჭრებს და აურიეთ.
დაელოდეთ, სანამ მოხარშული სტაფილო და კარტოფილი ოდნავ შეგრილდება, გაფცქვენით ისინი და დაჭერით ზუსტად იმავე ზომის კუბებად, როგორადაც ვაშლი დაჭერით. იგივენაირად მოიქეცით მწნილისა და ნედლი კიტრი შემთხვევაშიც — დაჭერით ისინი ნახევარსანტიმეტრიან ნაჭრებად. კაპერსები უბრალოდ გაჭერით ორ ტოლ ნაწილად, ხოლო მწვანე ხახვი დანით წვრილად დააქუცმაცეთ.
მოხარშული ქათმის ფილე დაჭერით ზუსტად ისეთ კუბკებად, როგორადაც ბოსტნეული დაჭერით. შემდეგ ყველა დაჭრილი ინგრედიენტი (ვაშლის გარდა) მოათავსეთ ღრმა თასში. თასშივე ჩაამატეთ კონსერვირებული მწვანე ბარდა (წინასწარ გადაუწურეთ სითხე) და მდოგვი, შემდეგ მოასხით მაიონეზი, რის შემდეგაც ყველაფერი გულდასმით აურიეთ.
ამის შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩვენი მეფური ოლივიეს (ჯერჯერობით კიბორჩხალას გარეშე) სუფრასთან მისატანად გაფორმებაზე. ამისათვის აიღეთ ორი თეფში, თითოეულზე მოათავსეთ ოლივიე, ზემოდან მორთეთ კიბორჩხალას ჩხირებით, ლიმონის წვენით გაჟერებული ვაშლის ნაჭრებითა და შუაზე გაჭრილი კვერცხებით.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!