
სოლიანკა — რეცეპტი
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
ხორცის რბილი, შედარებით ცხიმიანი ხორცი კარგად გარეცხეთ და დაჭერით საშუალო კუბებად. მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და აადუღეთ. როგორც კი ქაფს მოიყენებს, აუცილებლად მოხადეთ ქაფი და მოხარშეთ მცირე რაოდენობის წყალში თითქმის სრულ მზადყოფნამდე.
ბულიონს მოხადეთ ცხიმი და ამ ცხიმით (თუ საჭირო გახდა დაუმატეთ ცოტა კარაქი) ღრმა ტაფაში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შემდეგ დაუმატეთ მოხარშული ხორცი და 5 წუთი ერთად შუშეთ. დაუმატეთ ტომატ-პასტა, დაჭრილი პომიდორი და ხმელი სუნელები და შუშეთ 5 წუთი. დაასხით ხორცის ბულიონი სასურველი სისქის წვნიანის მისაღებად და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთი.
მჟავე კიტრი დაჭერით წვრილ კუბებად, ნიორი დანაყეთ და მომზადებამდე 5 წუთით ადრე ჩაუშვით სოლიანკაში. შეაზავეთ მარილითა და ცხარე წიწაკით და გემრიელად მიირთვით.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!