
გულაში ღორის ხორცით — რეცეპტი
ინგრედიენტები
4 პორციამომზადება
ღორის ხორცი კარგად გარეცხეთ, დაჭერით პატარა კუბიკებად, დაახლოებით 2 * 2 სმ და შეწვით ზეთში კარგად გახურებულ ღრმა ტაფაზე.
გაფცქვენით და წვრილად დაჭერით ხახვი, მოაყარეთ ხორცს და გაარძელეთ ჩაშუშვა რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ ხახვი არ კარამელიზირდება. შემდეგ მოაყარეთ ხორცს ფქვილი და კარგად აურიეთ.
2-3 წუთში დაუმატეთ ტომატის პასტა და 2 ჭიქა წყალი. კარგად აურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, დაამატეთ რამდენიმე დაფნის ფოთოლი. დაუწიეთ ქურას (ცეცხლს) მინიმუმამდე და დატოვეთ ჩასაშუშად თავდახურული 40-50 წუთის განმავლობაში. დროდადრო ამოურიეთ.
სურვილისამებრ, გულაშს შეიძლება დაემატოს არაჟანი მზადყოფნიდან 15 წუთით ადრე. ეს ინგრედიენტი არასავალდებულოა, მაგრამ მასთან ერთად სოუსის გემო უფრო მდიდარი და ხავერდოვანი ხდება.
გულაში მზადაა! მიირთვით როგორც ცალკე ძირითადი, ასევე გარნირთან ერთად.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!