
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად — რეცეპტი
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
პირველ რიგში კარგად გავრეცხოთ ბოსტნეული და მწვანილი. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, ასევე დავჭრათ მწვანილი: ქინძი, ოხრახუში, ბაზილიკი, რეჰანი. ხოლო ბულგარული წიწაკა მსხვილ ნაჭრებად. პომიდორს გავაცალოთ კანი და დავჭრათ კუბებად. ძროხის ღვიძლი კარგად გავრეცხოთ, გავაცალოთ აპკი და დავჭრათ მომცრო კუბებად.
ოდნავ გაცხელებულ ქვაბში ჩავასხათ ცოტაოდენი ზეთი, დავამატოთ მომზადებული ინგრედიენტები. პირველ რიგში დაჭრილი ხახვი და შემდეგ ღვიძლი. ვაყრით მარილს და პილპილი გემოვნებით. ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი, ისე რომ მთლიანად დავფაროთ ღვიძლის ნაჭრები. მოვაყაროთ ზემოდან პამიდორის კუბები და კიდევ ცოტაოდენი მარილი. ტაფას დავახუროთ თავსახური და ვშუშოთ 15 წუთის განმავლობაში, სანამ თავსახური არ დაიწყებს თავისებურ ხმაურს. ამის შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს და განვაგრძოთ მომზადება კიდევ 15 წუთის განმავლობაში.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!