გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ძირითადი კერძები

ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
60
წთ
5
პორცია
1 პორციაზე
428
კალორია
21
ცილა
50
ცხიმი
7
ნახ.
სულ 5 პორცია — 2140 კალორია · 105 ცილა · 250 ცხიმი · 35 ნახ.

ინგრედიენტები

5 პორცია
ღორის ხორცი600 გრამი
ხახვი1 ცალი
ტომატის პასტა1 ს/კ
ნაღები 10%100 მლ
მზესუმზირის ზეთი50 მლ
ქამასოკო (შამპინიონი)200 გრამი
ხორბლის ფქვილი1 ს/კ
დაფნის ფოთოლი2 ცალი
მარილიგემოვნებით
დაფქული შავი პილპილიგემოვნებით

მომზადება

1

ღორის რბილი, მჭლე ხორცი დაჭერით დაახლოებით 3x3 სანტიმეტრის ზომის ნაჭრებად. მზესუმზირის ზეთი დაასხით ღრმა ტაფაზე, გაახურეთ საშუალო ცეცხლზე, დაყარეთ ხორცი და შეწვით მოყავისფრო-ოქროსფრამდე.

2

წვრილად დაჭერით ხახვი, დაუმატეთ ხორცს და გააგრძელეთ ხორცის შეწვა-მოშუშვა ნელ ცეცხლზე. ამ ეტაპზე შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა წყალი, მაქსიმუმ 100 მლ.

3

კარგად გარეცხეთ ქამა სოკო, გააშრეთ, დაჭერითსასურველ ზომებად და დაამატეთ ხორცს..შუშეთ ყველაფერი ერთად, სანამ ხორცი არ დარბილდება.

4

დაუმატეთ ტომატის პასტა და 200 მლ ცივწყალში გახსნილი პურის ფქვილი. ასევე დაამატეთ დაფნის ფოთოლი და შავი პილპილი გემოვნებით. აურიეთ ყველაფერი და ადუღეთ ცეცხლზე, სანამ საუსი არ შესქელდება.

5

ამის შემდეგ დაუმატეთ ნაღები, მარილი გემოვნებით და ადუღეთ თავდახურული ტაფაში დაბალ ცეცხლზე კიდევ 10 წუთი. კერძი ამის შემდეგ მზადაა და შეგიძლიათ მიირთვათ გემრიელად ნებისმიერ თქვენთვის სასურველ გარნირთან ერთად.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.
გამომცხვარი კოტლეტი ბოსტნეულით
გამომცხვარი კოტლეტი ბოსტნეულით
კოტლეტის რეცეპტი რომელიც ცხვება ღუმელში ხახვთან და სტაფილოსთან ერთად. კოტლეტი გამოდის ნაზი, წვნიანი და დიეტური

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!