გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ძირითადი კერძები

ტოლმა ვაზის ფოთოლში — რეცეპტი

ავტორი:Kakhaber_Koniashvili
5.0 · 1 შეფასება
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
90
წთ
8
პორცია
1 პორციაზე
237
კალორია
28
ცილა
16
ცხიმი
5
ნახ.
სულ 8 პორცია — 1896 კალორია · 224 ცილა · 128 ცხიმი · 40 ნახ.

ინგრედიენტები

8 პორცია
ღორის ხორცი300 გრამი
ძროხის ხორცი800 გრამი
ხახვი300 გრამი
ქინძი70 გრამი
პიტნა30 გრამი
ძირა1 ჩ/კ
ვაზის ფოთოლი30 ცალი
ოხრახუში50 გრამი
ცხარე წიწაკა დაფქული0.2 ჩ/კ
დაფქული შავი პილპილი0.5 ჩ/კ
მარილი1 ს/კ

მომზადება

1

ნაბიჯი 1: ფოთლების მომზადება გარეცხეთ ნედლი ვაზის ფოთლები და ჩააწყვეთ მდუღარე წყალში 2 წუთით. როგორც კი ფერს შეიცვლის (გამუქდება), ამოიღეთ და გადაწურეთ. მოაჭერით ფოთლებს მაგარი ყუნწები. თუ დაკონსერვებულ ფოთოლს გამოიყენებთ, მხოლოდ გარეცხვა და თბილი წყლის გადავლება დასჭირდება

2

ნაბიჯი 2: ფარშის მომზადება გაატარეთ ხორცსაკეპში საქონლისა და ღორის ხორცი (ან გამოიყენეთ მზა შერეული ფარში). 300 გრამი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, პიტნა და წიწაკა ერთად გაატარეთ ხორცსაკეპში ან კარგად დააბლენდერეთ ჩოპერში ერთგვაროვანი, წვნიანი მასის მიღებამდე. მიღებული მწვანე მასა დაუმატეთ ხორცს. ჩააყარეთ გარეცხილი უმი ბრინჯი, მარილი, ძირა და ხელით კარგად მოზილეთ, რომ ხორცმა მწვანილისა და ხახვის წვენი სრულად შეიწოვოს.

3

ნაბიჯი 3: ტოლმის გახვევა გაშალეთ ფოთოლი პრიალა (გლუვი) მხრიდან ქვემოთ, ძარღვიანი მხარე კი ზემოთ მოაქციეთ. დაადეთ შუაში ფარში (ფოთლის ზომიდან გამომდინარე). გადაკეცეთ ფოთლის ქვედა ნაწილი ფარშზე, შემდეგ შემოუკეცეთ გვერდები და მჭიდროდ გადაახვიეთ რულონივით.

4

ნაბიჯი 4: ქვაბში ჩალაგება და მოხარშვა ქვაბის ძირში ჩააფინეთ ვაზის რამდენიმე ფოთოლი. მჭიდროდ, ფენებად ჩააწყვეთ ტოლმები (გადაბმის ადგილით ქვემოთ). ზემოდან დაადეთ გადმობრუნებული მძიმე თეფში, რომ დუღილისას ტოლმები არ დაიშალოს. დაასხით წყალი ისე, რომ თეფშს ოდნავ გადაუაროს. მიიყვანეთ დუღილამდე საშუალო ცეცხლზე, შემდეგ დაუწიეთ მინიმუმამდე და ხარშეთ თავდახურული 60 წუთი, სანამ ბრინჯი და ფოთოლი კარგად არ მოიხარშება. მიირთვით ცხელი, ნივრიან მაწონთან ერთად.

შეაფასე ეს რეცეპტი

5.0 (1)

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.
გამომცხვარი კოტლეტი ბოსტნეულით
გამომცხვარი კოტლეტი ბოსტნეულით
კოტლეტის რეცეპტი რომელიც ცხვება ღუმელში ხახვთან და სტაფილოსთან ერთად. კოტლეტი გამოდის ნაზი, წვნიანი და დიეტური

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!