გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ძირითადი კერძები

გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.
600
წთ
8
პორცია
1 პორციაზე
878
კალორია
37
ცილა
81
ცხიმი
1
ნახ.
სულ 8 პორცია — 7024 კალორია · 296 ცილა · 648 ცხიმი · 8 ნახ.

ინგრედიენტები

8 პორცია
ღორის ფერდი2 კგ
ვაშლის ძმარი1 ს/კ
მარილი2 ს/კ
დაფქული შავი პილპილი1 ჩ/კ
დაფქული ხმელი ნიორი1 ჩ/კ
დაფქული ჯანჯაფილი (კოჭა)1 ჩ/კ
პაპრიკა1 ჩ/კ

მომზადება

1

კანის მომზადება (ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი) • გამშრალება: გარეცხეთ ხორცი და ქაღალდის ხელსახოცით კარგად გაამშრალეთ კანი. სინესტე ხრაშუნა კანის მთავარი მტერია. • დაჩხვლეტა/დასერვა: ბასრი დანით ან ჩანგლით დაჩხვლიტეთ კანი (მხოლოდ კანი და ცხიმი, ხორცამდე არ ჩახვიდეთ). შეგიძლიათ დასეროთ კიდეც პატარა კუბებად ან ზოლებად. ეს ეხმარება ცხიმს გამოდნობაში.

2

დამარინადება • ხორცის ნაწილი: გადმოაბრუნეთ ხორცი კანით ქვემოთ. ხორცის ნაწილს წაუსვით სანელებლების, მარილისა და ნივრის ნაზავი. კანს ეს სანელებლები არ შეახოთ, თორემ გამოცხობისას დაიწვება. • კანის დამუშავება: ისევ გადმოაბრუნეთ ხორცი კანით ზემოთ. წაუსვით კანს ძმარი და ზემოდან თანაბრად მოაყარეთ მსხვილი მარილი. • გამოშრობა: საუკეთესო შედეგისთვის, დატოვეთ ხორცი ასე თავდახურული მაცივარში 6-დან 24 საათამდე. მაცივარი კანს იდეალურად გამოაშრობს.

3

გამოცხობა (ეტაპი 1 - დაბალ ტემპერატურაზე) • გამოიღეთ ხორცი მაცივრიდან და აცადეთ ოთახის ტემპერატურამდე მოსვლა. თუ ზედაპირზე სინესტეს შეამჩნევთ, ისევ შეამშრალეთ. • შეახვიეთ ხორცის გვერდები ფოლგით ისე, რომ მხოლოდ კანი დარჩეს ღია (ეს ხორცს გამოშრობისგან დაიცავს). • გამოაცხვეთ ქვედა თაროზე 150-160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 2 - 2.5 საათის განმავლობაში. ხორცი ამ დროს საოცრად დარბილდება, ცხიმი კი დნობას დაიწყებს.

4

„ტკაცუნა“ ეფექტის მიღება (ეტაპი 2 - მაღალ ტემპერატურაზე) • აუწიეთ ტემპერატურას 230-240 გრადუსამდე (ჩართეთ გრილის ზედა წვის რეჟიმი) და დატოვეთ ხორცი ღუმელში კიდევ 20-25 წუთით. ყურადღებით ადევნეთ თვალი: კანი თვალსა და ხელს გახდება ოქროსფერი და ტკაცუნა. • გამოაღეთ ღუმელი და დანის პირი გადაუსვით დაბრაწულ კანს, როგორც კი დარწმუნდებით, რომ კანი მკვრივია, ესეიგი ფერდი მზადა და შეგიძლიათ გამოიღოთ ღუმელიდან. • დასვენება და დაჭრა: სანამ დაჭრით, აცადეთ ხორცს 15 წუთით დასვენება, რომ წვენი შიგნით შენარჩუნდეს. დაჭრისას კანიდან ნამდვილი ტკაცუნა ხმა უნდა გესმოდეთ.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი კოტლეტი ბოსტნეულით
გამომცხვარი კოტლეტი ბოსტნეულით
კოტლეტის რეცეპტი რომელიც ცხვება ღუმელში ხახვთან და სტაფილოსთან ერთად. კოტლეტი გამოდის ნაზი, წვნიანი და დიეტური

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!