გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / გამომცხვარი კოტლეტი ბოსტნეულით
გამომცხვარი კოტლეტი ბოსტნეულით
ძირითადი კერძები

გამომცხვარი კოტლეტი ბოსტნეულით — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
კოტლეტის რეცეპტი რომელიც ცხვება ღუმელში ხახვთან და სტაფილოსთან ერთად. კოტლეტი გამოდის ნაზი, წვნიანი და დიეტური
60
წთ
5
პორცია
1 პორციაზე
399
კალორია
25
ცილა
31
ცხიმი
21
ნახ.
სულ 5 პორცია — 1995 კალორია · 125 ცილა · 155 ცხიმი · 105 ნახ.

ინგრედიენტები

5 პორცია
ღორის ხორცი350 გრამი
ქათმის ფილე250 გრამი
ხახვი120 გრამი
სტაფილო60 გრამი
საფანელი80 გრამი
პური80 გრამი
მზესუმზირის ზეთი30 მლ
ქათმის ბულიონი200 მლ
ხმელი რეჰანიგემოვნებით
მარილიგემოვნებით

მომზადება

1

გარეცხეთ ქათმის ფილე და ღორის ხორცი და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ასევე გაფცქვენით და გარეცხეთ ხახვი. ჩაალბეთ პური ცივ ანადუღარ წყალში, გაწურეთ და გაატარეთ ხახვთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში. მოათავსეთ გატარებული ინგრედიენტები ჯამში, მოაყარეთ ხმელი რეჰანი და მარილი გემოვნებით და კარგად მოზილეთ ფარში.

2

გაფცქვენით ხახვი და დაჭერით წვრილად. სტაფილო გარეცხეთ, გააცალეთ კანი და გახეხეთ. ზეთში მოშუშეთ ხახვი და სტაფილო ცოტაოდენი ბულიონისა და მარილის დამატებით.

3

ამასობაში დაიწყეთ ფარშისგან კოტლეტების ფორმირება. გამზადებული კოტლეტები ამოავლეთ საფანელში და მოათავსეთ საცხობ ფორმაში. მოშუშული ბოსტნელული ასევე გადაიტანეთ საცხობ ფორმაში. მოასხით ზემოდან დარჩენილი ბულიონი და შედგით 185 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში.

4

აცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც დელიკატური, წვნიანი კოტლეტები ბოსტნეულთან ერთად მზად არის.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!