გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / წვნიანი კერძები / სიმინდის კრემ-სუპი
სიმინდის კრემ-სუპი
წვნიანი კერძები

სიმინდის კრემ-სუპი — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
5.0 · 1 შეფასება
ბოსტნეულის ეს ძალიან მსუბუქი და ნოყიერი კრემ-სუპი დიეტური წვნიანის შესანიშნავი ვარიანტია.
30
წთ
2
პორცია
1 პორციაზე
389
კალორია
8
ცილა
17
ცხიმი
31
ნახ.
სულ 2 პორცია — 778 კალორია · 16 ცილა · 34 ცხიმი · 62 ნახ.

ინგრედიენტები

2 პორცია
კარტოფილი200 გრამი
სიმინდის ფქვილი10 გრამი
სტაფილო100 გრამი
ხახვი1 ცალი
წყალი600 მლ
ქათმის სანელებლები10 გრამი
ზეითუნის ზეთი2 ს/კ
სიმინდის მარცვალი200 გრამი
ქათმის ბულიონის კუბიკი1 ცალი
მარილიგემოვნებით

მომზადება

1

ხახვი გავფცქვნათ და დავჭრათ წვრილად. სტაფილოსა და კარტოფილს მოვაშოროთ კანი და ორივე დავჭრათ ერთი ზომის წვრილ კუბებად. ეს იმისთვის გვჭირდება, რომ ბოსტნეული ერთდროულად მომზადდეს.

2

ქვაბში გავახუროთ ზეითუნის ზეთი და მოვშუშოთ ქათმის სანელებლების ნაზავი 1-2 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 5 წუთის მერე კუბებად დაჭრილი სატფილო და კარტოფილი. ბოსტნეულს დავუმატოთ წყალი, ბულიონის კუბი და ვხარშოთ 20 წუთის განმავლობაში, სრულ მზადყოფნამდე.

3

ბოლოს დავუმატოთ დაკონსერვებული სიმინდი და ვხარშოთ კიდევ 7-8 წუთი. ასევე შესაძლებელია ნედლი სიმინდის გამოყენებაც ან გაყინულის, თუმცა ამ შემთხვევაში წვნიანის ხარშვა ცოტა უფრო დიდხანს, 10-15 წუთი მოგიწევთ. მზა წვნიანს ვაბლენდერებთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კრემ-სუპს ვასხამთ პორციულ თეფშებზე და ვაფორმებთ მწვანილით.

შეაფასე ეს რეცეპტი

5.0 (1)

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

წითელი ოსპის წვნიანი ხორცით
წითელი ოსპის წვნიანი ხორცით
გემრიელი და ძალიან ჯანსაღი წვნიანი, რომლის მომზადებასაც ძალიან ცოტა დრო დასჭირდება.
პომიდვრის კრემ-სუპი
პომიდვრის კრემ-სუპი
პომიდვრის კრემ-სუპი არის მსუბუქი, ხავერდოვანი და არომატული კერძი, გამოირჩევა ტკბილი და მომჟავო გემოს იდეალური ბალანსით.
სოკოს კრემ-სუპი
სოკოს კრემ-სუპი
ძალიან გემრიელი გახუხული პური კრუტონებთან ერთად.
ბროკოლის კრემ-სუპი
ბროკოლის კრემ-სუპი
ჯანსაღი, მსუბუქი და გემრიელი კრემ-სუპი.
გასპაჩო
გასპაჩო
ბოსტნეულის ცივი წვნიანი შესანიშნავია ზაფხულის ცხელ დღეებში. გასპაჩო პოპულარულია ინგრედიენტების ხელმისაწვდომობისა და მომზადების სიმარტივის გამო.
ბარდის სუპ-პიურე
ბარდის სუპ-პიურე
ნოყიერი და გემრიელი წვნიანი შემოდგომა-ზამთრის ცივი დღეებისათვის.
გოგრის კრემ-სუპი
გოგრის კრემ-სუპი
მსუბუქი და გემრიელი გოგრის წვნიანი ნიორით, ქათმის ბულიონითა და არაჟნით.
სტაფილოსა და ვაშლის კრემ-სუპი
სტაფილოსა და ვაშლის კრემ-სუპი
დელიკატური, არომატული და საოცრად სასარგებლო წვნიანი.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!