
ინგრედიენტები
20 პორციამომზადება
გოჭი შიგნიდან და გარედან ცივი წყლით კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცით — სინესტე ხელს შეუშლის ხრაშუნა კანის წარმოქმნას. გულდასმით წაუსვით მსხვილი მარილი და დატოვეთ 30 წუთით ოთახის ტემპერატურაზე. ცალკე ჭურჭელში ერთგვაროვან მასამდე აურიეთ დარბილებული ნაღების კარაქი და აჯიკა. მიღებული მასა ხელით, წრიული მოძრაობებით შეაზილეთ გოჭს მთელ ტანზე, ყურებზე, დრუნჩსა და შიდა ნაწილებზე. საცხობ ლანგარზე დააფინეთ ფოლგა და მოათავსეთ ზედ გოჭი, მუცლით ქვემოთ და შედგით 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში. ყოველ 20 წუთში გამოაღეთ ღუმელი და ლანგარზე დამდგარი გამდნარი ცხიმი კოვზით კანზე გადაასხით. აცხვეთ 2.5 - 3 საათი, სანამ კანზე კოვზით ან დანით შეხებისას მყარი, მინისებრი ხმა არ ექნება.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!