გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / სალათები / სამარხვო სალათი სოკოთი
სამარხვო სალათი სოკოთი
სალათებისამარხვოვეგეტარიანული

სამარხვო სალათი სოკოთი — რეცეპტი

ავტორი:მერის კულინარია
სამარხვო სალათი სოკოთი არის გემრიელი, ნოყიერი და მარტივად მოსამზადებელი კერძი, რომელიც იდეალურია მარხვის პერიოდისთვის.
60
წთ
4
პორცია
1 პორციაზე
328
კალორია
7
ცილა
24
ცხიმი
23
ნახ.
სულ 4 პორცია — 1312 კალორია · 28 ცილა · 96 ცხიმი · 92 ნახ.

ინგრედიენტები

4 პორცია
კარტოფილი4 ცალი
სოკო600 გრამი
კიტრის მწნილი4 ცალი
ხახვი მწვანე1 კონა
ნიორი1 კბილი
ზეითუნის ზეთი100 მლ
მდოგვი დიჟონი1 ს/კ
ლიმონის წვენი1 ს/კ
პაპრიკა ტკბილი დაფქული0.5 ჩ/კ
მარილიგემოვნებით
დაფქული შავი პილპილიგემოვნებით

მომზადება

1

სოკოიანი სამარხვო სალათის დრესინგისთვის ერთმანეთს შეურიეთ მდოგვი და ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი, პილპილი, პაპრიკა, შემდეგ დაამატეთ ზეთი. ვიდრე სალათს შეაზავებთ, ეს ნარევი ჩანგლით კარგად ათქვიფეთ.

2

კარტოფილი მოხარშეთ „მუნდირში“. შეგრილებულ კარტოფილს გააცალეთ კანი და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. სოკოს დაჭერით საშუალო ნაჭრებად. ნიორის კბილი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ, ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, ჩადეთ დაჭყლეტილი ნიორი და შეწვით, სანამ არ დაიბრაწება. ამოიღეთ ნიორი, არომატიზებულ ზეთში ჩადეთ სოკო და შეწვით ძლიერ ცეცხლზე 2–3 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

3

სოკოიანი სამარხვო სალათის კიტრები გაჭერით სიგრძეზე შუაზე ან ოთხ ნაწილად, შემდეგ დაჭერით თხელ ნაჭრებად. წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი. ერთმანეთს შეურიეთ თბილი სოკო და მწვანე ხახვი, შემდეგ დაამატეთ კარტოფილი და კიტრი. შეურიეთ სამარხვო სალათი დრესინგს.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ბერძნული სალათი ავოკადოთი
ბერძნული სალათი ავოკადოთი
ბერძნული სალათის კლასიკური რეცეპტი ყველასთვის ცნობილია. დაამატეთ მასში ავოკადო — და მიიღებთ ამ ცნობილი სალათის ახალ ვერსიას.
სამეფო ოლივიე
სამეფო ოლივიე
მოვამზადოთ მეფური ოლივიე.
ქათმის სალათი სოკოთი
ქათმის სალათი სოკოთი
ძალიან იოლი მოსამზადებელი და საოცრად გემრიელი.
სალათი "ვინეგრეტი" მჟავე კომბოსტოთი
სალათი "ვინეგრეტი" მჟავე კომბოსტოთი
ვინეგრეტი შესანიშნავი, უნივერსალური კერძია. იგი სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებს და სამარხვო, ყოველდღიურ მენიუსაც გააფერადებს. გემრიელია და იაფი.
თბილი სალათი ბადრიჯანითა და მწვანე ლობიოთი
თბილი სალათი ბადრიჯანითა და მწვანე ლობიოთი
ვიტამინებით სავსე, პიკანტური, საზაფხულო სალათი ნედლი პომიდვრით, მწვანე ლობიოთი და თბილი, ნაზი ბადრიჯნით — ეს საოცრად გემრიელი და სასარგებლოა.
თბილი სალათი ბეკონით და სოკოთი
თბილი სალათი ბეკონით და სოკოთი
თბილი სალათი ბეკონით და სოკოთი საუკეთესო არჩევანია დღის რაციონისთვის.
ვინეგრეტი
ვინეგრეტი
მსუბუქი და გემრიელი სალათია
კვერცხისა და კარტოფილის სალათი
კვერცხისა და კარტოფილის სალათი
კვერცხისა და კარტოფილის სალათი ზაფხულის ცხელ დღეებში საუკეთესო არჩევანია.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!