გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ცომეული / სამარხვო ნივრიანი პური მწვანილით
სამარხვო ნივრიანი პური მწვანილით
ცომეულისამარხვოვეგეტარიანულივეგანური

სამარხვო ნივრიანი პური მწვანილით — რეცეპტი

ავტორი:მერის კულინარია
სამარხვო ნივრიანი პური მწვანილით — გემოსა და არომატის ნამდვილი ზეიმია.
120
წთ
8
პორცია
1 პორციაზე
246
კალორია
6
ცილა
10
ცხიმი
32
ნახ.
სულ 8 პორცია — 1968 კალორია · 48 ცილა · 80 ცხიმი · 256 ნახ.

ინგრედიენტები

8 პორცია
ხორბლის ფქვილი400 გრამი
წყალი250 მლ
მშრალი საფუარი7 გრამი
შაქარი1 ს/კ
მზესუმზირის ზეთი80 მლ
ნიორი3 კბილი
ქინძი10 გრამი
ოხრახუში10 გრამი
კამა10 გრამი
მარილიგემოვნებით

მომზადება

1

მოამზადეთ ცომი. ღრმა ჯამში ჩაასხით 100 მლ 35°C-მდე თბილი წყალი. ჩაყარეთ შაქარი და საფუარი. აურიეთ, რომ გაიხსნას. ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი ფქვილი. სათქვეფით აურიეთ, რომ მიიღოთ გლუვი მასა. გადააფარეთ. დატოვეთ თბილ ადგილას (არანაკლებ 25°C ტემპერატურაზე) 30 წუთის განმავლობაში.

2

სანამ ცომი ფუვდება, მოამზადეთ მწვანე სოუსი. მწვანილი გადაიტანეთ ბლენდერის თასში. გაასუფთავეთ ნიორი, ჩადეთ ბლენდერში. ჩაასხით ზეთი და დააბლენდერეთ სოუსის მიღებამდე.

3

ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე. გააბრტყელეთ სქელ ოვალურ ფენად. ზემოდან გადაანაწილეთ მწვანე სოუსი და 2–3 სუფრის კოვზი შეინახეთ პურის ზედაპირის შესაზეთად.

4

გაახვიეთ ცომი რულეტად გრძელი მხრიდან. გაჭერით სიგრძეზე შუაზე ისე, რომ კიდესთან 2 სმ არ მიიყვანოთ. გადაწნეთ მიღებული ნაწილები ერთმანეთში, რომ მიიღოთ მკვრივი ჭნელი. გადაიტანეთ პურის ან დიდი კექსის ფორმაში, რომელშიც ჩაფენილია საცხობი პერგამენტი.

5

ცომიან ფორმას გადააფარეთ პირსახოცი. დატოვეთ თბილ ადგილას ნახევარი საათით ამოსაფუებლად. ამასობაში გააცხელეთ ღუმელი 200°C-მდე. ჩართეთ კონვექციის რეჟიმი. ცომიანი ფორმა მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე, ის კი — ღუმელის შუა დონეზე. აცხეთ 10 წუთი, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 180°C-მდე და ჩართეთ „ზედა-ქვედა“ რეჟიმი კონვექციის გარეშე. აცხეთ კიდევ დაახლოებით 20 წუთი.

6

მზა პური ფორმიანად გამოიღეთ და წაუსვით დარჩენილი მწვანე სოუსი. აცადეთ შეგრილება ათი წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ ფორმიდან და გადაიტანეთ ლანგარზე. აცადეთ კიდევ მინიმუმ 15 წუთით გაგრილება.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ბურგერის ფუნთუშა
ბურგერის ფუნთუშა
ბურგერის იდეალური ფუნთუშა (Brioche Bun) უნდა იყოს საოცრად რბილი, ჰაეროვანი.
ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური)
ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური)
„ლისტავოი“, ანუ საცხობ ფირფიტაზე (თუნუქის ფურცელზე) გამომცხვარი დიდი ხაჭაპური მაწვნის ცომით, ნამდვილი კლასიკაა.
გურული ღვეზელი
გურული ღვეზელი
გურული ღვეზელი დასავლეთ საქართველოს გამორჩეული, ტრადიციული საშობაო კერძია. მისი მთავარი საიდუმლო საფუვრიანი ცომი, ბევრი ყველი და მოხარშული კვერცხია.
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით
ღვეზელი გამოდის წვნიანი, შებოლილი არომატით და ძალიან ნაზი. გამოცხობის შემდეგ ღვეზელი ულამაზეს ფერს იღებს.
დახურული პიცა
დახურული პიცა
არც ისე ადვილი მოსმზადებელია, თუმცა ნამდვილად ღირს მისი მომზადება.
პიცა კალზონი ძეხვეულით
პიცა კალზონი ძეხვეულით
ეს არის მარტივი და გემრიელი რეცეპტი.
გამომცხვარი მაკარონი ძეხვითა და მწვანე ბარდით
გამომცხვარი მაკარონი ძეხვითა და მწვანე ბარდით
ეს რეცეპტი ბევრს მოეწონება.
პიცა ლორით და სოკოთი
პიცა ლორით და სოკოთი
პიცა ლორით, ქამა სოკოთი, პომიდვრითა და ყველით გამოდის წვნიანი, არომატული და მადისაღმძვრელი.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!