
ინგრედიენტები
12 პორციამომზადება
გახსენით საფუარი თბილ წყალში, დაუმატეთ შაქარი, დააფარეთ და აცადეთ საფუარს მუშაობის დაწყება. 15-20 წუთის შემდეგ შეურიეთ აფუებული მასა გაცრილი ფქვილის ნახევარს, კარგად აზილეთ და დატოვეთ თბილ ადგილას ასაფუებლად 40 წუთის განმავლობაში. ცომს დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი, მარილი და მცენარეული ზეთი და კარგად ზილეთ ხელებით ელასტიურობამდე. ცომი არ უნდა ეკრობოდეს ხელებს. ჩადეთ სუფთა ჯამში, დააფარეთ პირსახოცი და შედგით თბილ ადგილას ასაფუებლად 1 საათით. შემდეგ ცომი კარგად დაზილეთ და კიდევ ერთხელ დატოვეთ 1 საათით ასაფუებლად.
სანამ ცომი ფუვდება, მოამზადეთ გულსართი ღვეზელებისთვის. კომბოსტო წვრილად დაჭერით და ადუღებულ წყალში ჩადეთ 3-4 წუთის განმავლობაში. გადაიტანეთ საწურზე. ტაფაზე გააცხელეთ მცირე რაოდენობით მცენარეული ზეთი და ჯერ შეწვით მასზე წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, შემდეგ წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო, ყველაფერი ერთად შებრაწეთ 7-10 წუთის განმავლობაში. ჩაყარეთ კომბოსტო, მოურიეთ და თუშეთ კიდევ 5-7 წუთი, შემდეგ დაუმატეთ წითელი წიწაკა დაღერღილი, ტომატ-პასტა, დაფნის ფოთოლი, მარილი, პილპილი, კამა, მოურიეთ, თუშეთ 5 წუთი და გამორთეთ. გულსართი გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
მზა ცომი გაყავით თანაბარ ნაწილებად, თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ პატარა წრეებად, შუაში ჩადეთ გულსართი და კარგად შეუკარით კიდეები. ღვეზელები დააწყვეთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფირფიტაზე, დააფარეთ სუფთა პირსახოცი და გააჩერეთ თბილ ადგილას 15-20 წუთით. წაუსვით მსუბუქად შაქარმორეული წყალი და აცხეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში, ოქროსფერ ქერქამდე.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!