გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ცომეული / პურის ლაგარი სქელი წვნიანებისთვის
პურის ლაგარი სქელი წვნიანებისთვის
ცომეულისამარხვოვეგეტარიანულივეგანური

პურის ლაგარი სქელი წვნიანებისთვის — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
ასეთ პურში მოთავსებული წვნიანი, განსაკთრებულად გემრიელი და არომატულია.
180
წთ
3
პორცია
1 პორციაზე
930
კალორია
29
ცილა
6
ცხიმი
188
ნახ.
სულ 3 პორცია — 2790 კალორია · 87 ცილა · 18 ცხიმი · 564 ნახ.

ინგრედიენტები

3 პორცია
წყალი400 მლ
ჭვავის ფქვილი400 გრამი
თაფლი4 ს/კ
ხორბლის ფქვილი400 გრამი
მშრალი საფუარი1 ს/კ
მარილი1 ჩ/კ

მომზადება

1

თასში შეურიეთ ორივე სახის ფქვილი და საფუარი (1 შეფუთვა). მეორე ჭურჭელში თბილი წყალი გაზავეთ თაფლთან ერთად. გადაიტენეთ საფუვრიანი ფქვილი თაფლიან წყალში და დატოვეთ 20 წუთით. მოზილეთ ცომი, საჭიროებისამებრ დაამატეთ ფქვილი (რათა არ იყოს წებოვანი). ქვაბს წაუსვით მცენარეული ზეთი, მოათავსეთ შიგ ცომის გუნდა. დააფარეთ პირსახოცი და დადგით თბილ ადგილას 1 საათით. აფუებული ცომი გაყავით 2 ნაწილად, დაამზადეთ გუნდები და ისევ დატოვეთ 1 საათით.

2

გაახურეთ ღუმელი მაქსიმუმამდე (250 გრადუსი). ცომის გუნდების ზედაპირს წაუსვით წყალი, გააკეთეთ ზემოდან ოდნავ დასერეთ (ერთი ჩაჭრა საკმარიასია). შედგით ღუმელში 1 წუთით. შემდეგ გამოიღეთ, ისევ დაასველეთ წყლით და კვლავ შეაბრუნეთ ღუმელში. ასე გაამეორეთ 2-3-ჯერ. ამის შემდეგ დატოვეთ დასაცხობად დაახლოებით 20 წუთით. შეგიძლიათ დაუწიოთ ტემპერატურას 200 გრადუსამდე. გააგრილეთ პური, მოაჭერით ზედა ნაწილი, ამოიღეთ რბილობი და გამოიყენეთ ჭურჭლად სქელი წვნიანებისთვის. გემრიელად მიირთვით.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ბურგერის ფუნთუშა
ბურგერის ფუნთუშა
ბურგერის იდეალური ფუნთუშა (Brioche Bun) უნდა იყოს საოცრად რბილი, ჰაეროვანი.
ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური)
ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური)
„ლისტავოი“, ანუ საცხობ ფირფიტაზე (თუნუქის ფურცელზე) გამომცხვარი დიდი ხაჭაპური მაწვნის ცომით, ნამდვილი კლასიკაა.
გურული ღვეზელი
გურული ღვეზელი
გურული ღვეზელი დასავლეთ საქართველოს გამორჩეული, ტრადიციული საშობაო კერძია. მისი მთავარი საიდუმლო საფუვრიანი ცომი, ბევრი ყველი და მოხარშული კვერცხია.
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით
ღვეზელი გამოდის წვნიანი, შებოლილი არომატით და ძალიან ნაზი. გამოცხობის შემდეგ ღვეზელი ულამაზეს ფერს იღებს.
დახურული პიცა
დახურული პიცა
არც ისე ადვილი მოსმზადებელია, თუმცა ნამდვილად ღირს მისი მომზადება.
პიცა კალზონი ძეხვეულით
პიცა კალზონი ძეხვეულით
ეს არის მარტივი და გემრიელი რეცეპტი.
პიცა ლორით და სოკოთი
პიცა ლორით და სოკოთი
პიცა ლორით, ქამა სოკოთი, პომიდვრითა და ყველით გამოდის წვნიანი, არომატული და მადისაღმძვრელი.
გამომცხვარი მაკარონი ძეხვითა და მწვანე ბარდით
გამომცხვარი მაკარონი ძეხვითა და მწვანე ბარდით
ეს რეცეპტი ბევრს მოეწონება.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!