
პიცა ლორით და სოკოთი — რეცეპტი
ინგრედიენტები
4 პორციამომზადება
თავდაპირველად მოვამზადოთ პიცის ცომი, რომლის რეცეპტის რამოდენიმე ვარიანტსაც ნახავთ ამავე ვებ-გვერდზე და ამოარჩევთ თქვენთვის სასურველს. ლორი დავჭრათ კუბიკებად ან მოგრძო ნაჭრებად. პომიდორი გავრეცხოთ, ამოვაჭრათ ყუნწები და დავჭრათ თხელ რგოლებად.
მყარი ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ქამა სოკო გავრეცხოთ, შევაშროთ და დავჭრათ თხელ ფირფიტებად. პიცის ცომი გავაბრტყელოთ მრგვალ, თხელ ფენად, რომლის დიამეტრი დაახლოებით 28 სმ იქნება. პიცის გამზადებულ ფენას წავუსვათ ტომატის სოუსი ან კეტჩუპი.
პირველ ფენად დავაწყოთ შამპინიონები. სოკოს მოვაყაროთ იტალიური ხმელი სუნელების ნაზავი და ერთი მწიკვი მარილი. ქამა სოკოს ზემოდან დავაწყოთ ლორი და თანაბრად გავანაწილოთ პიცის მთელ ზედაპირზე. ლორს ზემოდან დავაწყოთ პომიდვრის რგოლები და მსუბუქად მოვაყაროთ დაფქული შავი პილპილი.
პიცას მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ვეცადოთ, რომ მან სრულად დაფაროს ყველა ინგრედიენტი. მოვასხუროთ ზეითუნის ზეთი და გამოვაცხოთ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში (რეჟიმი „პიცა“ ან ქვედა წვა + ვენტილაცია). პიცა ლორითა და სოკოთი მზადაა!
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!