გადასვლა მთავარ შინაარსზე
ოსტრი
ძირითადი კერძები

ოსტრი — რეცეპტი

ავტორი:აგუნას ზედაშე
რომელიმე მამაკაცს წარმოუდგენია ქართული სუფრა ოსტრის გარეშე?
120
წთ
6
პორცია
1 პორციაზე
372
კალორია
52
ცილა
15
ცხიმი
8
ნახ.
სულ 6 პორცია — 2232 კალორია · 312 ცილა · 90 ცხიმი · 48 ნახ.

ინგრედიენტები

6 პორცია
ძროხის ხორცი1500 გრამი
ხახვი300 გრამი
პომიდორი250 გრამი
ტომატის პასტა1 ს/კ
ნიორი3 კბილი
დაფნის ფოთოლი2 ცალი
ქინძი1 კონა
რეჰანი1 კონა
კარაქი50 გრამი
აჯიკა2 ჩ/კ
მარილიგემოვნებით

მომზადება

1

საქონლის ხორცი დაჭერით მცირე ზომის მოგრძო ნაჭრებად. მოათავსეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ ხორცი კარგად დაფაროს და ზემოდან დაახლოებით 2 სანტიმეტრით მეტი იყოს. აადუღეთ, მოხადეთ ქაფი, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და ერთად ხარშეთ, სანამ ხორცი სანახევროდ არ მოიხარშება და წვენს ბოლომდე არ შეიშრობს. როცა ხორცი წვენს შეიშრობს, დაუმატეთ კარაქი, წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ ერთად 10 წუთის განმავლობაში.

2

დაუმატეთ ტომატ-პასტა, გახეხილი (ან დაბლენდერებული) პომიდორი, დანაყილი ნიორი, აჯიკა და შუშეთ 2 წუთი, შემდეგ დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ ხორცს ფარავდეს და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე ხორცის სრულ დარბილებამდე.

3

დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი, თუ საჭირო იქნება დაუმატეთ მარილი და სიცხარე თქვენი გემოვნებით და კერძიც მზადაა.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!