
ქოთანში ჩაშუშული ქათმის ხორცი არჟნის სოუსით — რეცეპტი
ინგრედიენტები
8 პორციამომზადება
ქათამი გარეცხეთ, შეამშრალეთ და დაჭერით 8 ნაჭრად. შეკმაზეთ მარილითა და სანელებლებით. შეწვით მცენარეულ ზეთში მხრიდან. სოკო გაასუფთავეთ და დაჭერით თხლად, შეწვით და დააყარეთ მარილი. ხახვი გაასუფთავეთ, გარეცხეთ, დაჭერით ალყა-ალყა და მოშუშეთ. ქიშმიში გარეცხეთ და გააშრეთ. ნიგოზი მოხალეთ მშრალ ტაფაზე 3 წუთის განმავლობაში და დანით დაჭერით.
მოამზადეთ სოუსი: ჯამში გაადნეთ კარაქი, ეტაპობრივად დაუმატეთ არაჟანი, მარილი, უცხო სუნელი და შეათბეთ 1 წუთით. ქათმის ნაჭრები გადაანაწილეთ მცირე ზომის თიხის ან კერამიკის ქოთნებში, დაამატეთ ქიშმიში, მოშუშული სოკო და ხახვი, მოხალული ნიგოზი და მოასხით სოუსი. შედგით ღუმელში და შუშეთ 20-25 წუთი 180 გრადუსზე. კერძი მზადაა.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!