
ინგრედიენტები
8 პორციამომზადება
ძროხის ხორცი კარგად გარეცხეთ და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და აადუღეთ. ქაფი პერიოდულად მოხადეთ. ხორცი რომ მოიხარშება, ბულიონი გადაწურეთ.
ხახვი დაჭერით ძალიან წვრილად, მოათავსეთ ქვაბში და მოშუშეთ ერბოში ძალიან დაბალ ცეცხლზე, ოღონდ არ დაბრაწოთ. მოშუშულ ხახვს დაუმატეთ მოხარშული ხორცი და ერთად შუშეთ 5 წუთი.
ნიგოზი და ნიორი კარგად დანაყეთ ან დააბლენდერეთ, დაუმატეთ სუნელები, წიწაკა, მარილი, კარგად გადაურიეთ და გახსენით თბილ ბულიონში ერთგვაროვან მასამდე.
ნიგვზიანი მასა ჩაასხით ხორცისა და ხახვის ქვაბში. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი, სანამ ზედაპირზე იახნის დამახასიათებელი ოქროსფერი ცხიმი არ ამოვა.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!